რიცხვნი 35:5
4. ქალაქგარე სანახები, რომლებიც ლევიანებს უნდა მისცეთ, ქალაქის კედლებს იქით ათას წყრთაზე უნდა გადიოდეს ირგვლივ.5. გადაზომეთ ორი ათასი წყრთა ქალაქგარეთ აღმოსავლეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა სამხრეთის მიმართულებით, ორი ათასი წყრთა დასავლეთის მიმარიულებით და ორი ათასი წყრთა ჩრდილოეთის მიმართულებით; შუაში ქალაქი. ეს ჰქონდეთ მათ ქალაქგარე სანახებად.6. იმ ქალაქებიდან, რომლებიც ლევიანებს უნდა მისცეთ, ექვსი ქალაქი თავშესაფარი იყოს, სადაც დაანებებთ მკვლელს გაქცევას. ამათ ზევით ორმოცდაორი ქალაქი მიეცით.
რიცხვნი თავი 35