რიცხვნი 36:7
6. აი, რა აქვს ნაბრძანები უფალს ცელაფხადის ასულთა საქმეზე: ვინც მოეწონებათ, იმათ მისთხოვდნენ, ოღონდ მამისეული შტოს საგვარეულოებში გათხოვდნენ.7. არ უნდა გადადიოდეს ისრაელიანთა სამკვიდრო შტოდან შტოში, რადგან მამაპაპისეულ შტოს სამკვიდროს უნდა იყოს მიწებებული თითოეული ისრაელიანი.8. ყოველი ასული, რომელიც იმკვიდრებს წილს ისრაელიანთა რომელიმე შტოში, მამისეული შტოს საგვარეულოდან უნდა მისთხოვდეს ვისმე, რათა თითოეულ ისრაელიანს შეეძლოს მამაპაპისეული წილის დამკვიდრება.
რიცხვნი თავი 36