რიცხვნი 4:14
13. ნაცარს მოაშორებენ სამსხვერპლოს და გადააფარებენ მეწამულ ქსოვილს.14. დააწყობენ ზედ ყველა ჭურჭელს, რასაც კი იქ ხმარობენ - აქანდაზებს, ჩანგლებს, ნიჩბებს, სასხურებლებს, სამსხვერპლოს მთელს ჭურჭელს და გადააფარებენ ზედ თახაშის ტყავის გადასაფარებელს, გაუყრიან კეტებს.15. როცა მორჩებიან აარონი და მისი შვილები საწმიდარისა და მთელი მისი ჭურჭლის დაფარვას ბანაკის დაძვრისას, მოვლენ კეჰათიანები მის წასაღებად. ოღონდ არ უნდა მიეკარონ საწმიდარს, რომ არ დაიხოცონ. ეს არის კეჰათიანთა სატარებელი ტვირთი სადღესასწაულო კარვის ჭურჭლიდან.
რიცხვნი თავი 4