რიცხვნი 9:14
13. თუ კაცი გაწმიდავებულია და არც გზაშია, მაგრამ მაინც არ დაამზადებს პასექს, უნდა მოიკვეთოს იგი თავისი ხალხისგან, რადგან საუფლო შესაწირავი არ მიიტანა დათქმულ დროს. ცოდვა დაედება იმ კაცს.14. თუ მდგმური გყავთ, მანაც უნდა დაამზადოს უფლის პასექი პასექის წესისა და რიგის მიხედვით. ერთი წესი უნდა გქონდეთ მდგმურსაც და ქვეყნის მკვიდრსაც.15. სავანის აღმართვის დღეს ღრუბელმა დაფარა მოწმობის კარვის სავანე და საღამოდან დილამდე, თითქოს ცეცხლი ჩანდა სავანეზე.
რიცხვნი თავი 9