რუთი 1:12
11. უთხრა ნაყომიმ: გაბრუნდით, შვილებო, რისთვის უნდა წამომყვეთ? განა კიდევ მყავს მუცელში ვაჟები, რომ ქმრებად გაგიხდნენ?12. გაბრუნდით, შვილებო, წადით! დავბერდი, აღარ მეყოლება ქმარი. კიდეც რომ მქონდეს იმედი, კიდეც რომ ვიქნე ამაღამ ქმართან და ვშობო ვაჟები,13. განა თქვენ დაელოდებით მათ დაზრდას? განა უარს იტყვით გათხოვებაზე? არა, შვილებო, ძალზე მენანებით, რადგან მომწვდა მე უფლის ხელი.
რუთი თავი 1