რუთი 1:3
2. კაცს ერქვა ელიმელექი, მის ცოლს ნაყომი; ვაჟებს მახლონი და ქილიონი. ეფრათელნი იყვნენ, იუდას ბეთლემიდან. მივიდნენ მოაბის ველზე და იყვნენ იქ.3. მოკვდა ელიმელექი, ნაყომის ქმარი, და დარჩა დედაკაცი თავისი ორი ვაჟით.4. მოიყვანეს ვაჟებმა ცოლად მოაბელი ქალები. ერთის სახელი იყო ყორფა, მეორისა - რუთი. და ცხოვრობდნენ იქ ათიოდე წელი.
რუთი თავი 1