რუთი 2:12
11. მიუგო ბოყაზმა და უთხრა: გაგებული მაქვს ყველაფერი, რაც დედამთილისთვის გააკეთე შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ. დედ-მამა, სამშობლო მხარე რომ მიატოვე და მოხვედი ხალხში, რომელსაც ადრე არც კი იცნობდი.12. უფალმა გადაგიხადოს მაგ საქმისთვის; სრული საზღაური მიგეზღოს უფლისგან, ისრაელის ღმერთისგან, რომლის ფრთებქვეშაც ხარ შეფარებული.13. უთხრა: მადლი მიპოვნია შენს თვალში, ბატონო, რაკი მანუგეშე და გამამხნევე შენი მხევალი. მე ხომ შენი მხევლობის ღირსიც არა ვარ!
რუთი თავი 2