რუთი 2:14
13. უთხრა: მადლი მიპოვნია შენს თვალში, ბატონო, რაკი მანუგეშე და გამამხნევე შენი მხევალი. მე ხომ შენი მხევლობის ღირსიც არა ვარ!14. უთხრა მას ბოყაზმა: პურის ჭამისას მოდი და აქ ჭამე პური, ლუკმა ჩააწე ღვინოში. დაჯდა ქალი მომკელთა გვერდით. დაუყარეს ქუმელი, მანაც ჭამა გაძღომამდე და კიდევაც დარჩა შეუჭმელი.15. როცა ქალი ასაკრეფად ადგა, უბრძანა ბოყაზმა ბიჭებს და უთხრა: ძნებს შორისაც აკრიფოს, ნუ დააყვედრით.
რუთი თავი 2