რუთი 2:8
7. თქვა, ამაკრეფინეთ და შემაგროვებინეთ თავთავები მომკელთა კვალზეო. მოვიდა და დილიდან აქ ტრიალებს. შინ თითქმის არ ჩერდება.8. უთხრა ბოყაზმა რუთს: ახლა ყური მიგდე, შვილო. სხვის ყანაში ნუ წახვალ ასაკრეფად. აქედან ნურსად გადახვალ, ჩემს მსახურ ქალებთან დარჩი.9. ხომ ხედავ ამ ყანას, რომელსაც მკიან. იარე მომკელთა კვალზე. ბიჭებისთვის ნაბრძანები მაქვს, არ დაგიშალონ. თუ მოგწყურდეს, ჭურჭლებთან მიდი და დალიე, საიდანაც ჩემი ბიჭები იღებენ წყალს.
რუთი თავი 2