რუთი 4:6
5. თქვა ბოყაზმა: როცა ნაყომისგან ყანას იყიდი, მოაბელი რუთისგან, გარდაცვლილის ცოლისგანაც უნდა იყიდო, რომ სახელი აღუდგინო თავის სამკვიდროში გარდაცვლილს.6. თქვა ნათესავმა: ვერ ვუნათესავებ. ვაითუ, ჩემი სამკვიდრო დავაზარალო. შენ შეასრულე ჩემი უფლება ნათესაობისა, რადგან მე არ შემიძლია, რომ ვუნათესავო.7. ასე იქცეოდნენ ძველად ისრაელში სყიდვის, გაცვლის ან რაიმე საქმის დადასტურების დროს: გაიძრობდა ერთი ფეხსამოსს და მეორეს მისცემდა. ეს იყო მოწმობის ნიშანი ისრაელში.
რუთი თავი 4