ბრმის განკურნება ბეთსაიდაში
22. მივიდნენ ბეთსაიდას, მიჰგვარეს ბრმა და შეევედრნენ, ხელი შეეხო მისთვის.23. ხელი ჩაჰკიდა ბრმას, სოფლიდან გაიყვანა, თვალებზე მიაფურთხა, ხელი დაადო და ჰკითხა: ხედავ რასმე?24. მანაც გაიხედა და თქვა: ხალხს ვხედავ, თითქოს ხეები დადიანო.25. მაშინ კვლავ დაადო ხელი თვალებზე და გაახელინა; დაუბრუნდა თვალის ჩინი და ყველაფერი ცხადად დაინახა.26. გაგზავნა შინ და უთხრა: სოფელშიაც კი ნუ შეხვალ.