შობა იესო ქრისტესი
1. ამ დღეებში გამოქვეყნდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება, აღწერა ჩაეტარებინათ მთელს ქვეყანაში.2. ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინუსის გამგებლობისას.3. და ყველამ თავ-თავის ქალაქს მიაშურა ჩასაწერად.4. წავიდა იოსებიც გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ჰქვია ბეთლემი, ვინაიდან დავითის სახლისა და გვარისა იყო,5. რათა ჩაწერილიყო მარიამთან, თავის დანიშნულთან ერთად, რომელიც ფეხმძიმედ იყო.6. და იქ ყოფნისას მოაწია მისი მშობიარობის ჟამმა.7. და შობა ძე, თავისი პირმშო, ჩვრებში შეახვია და ბაგაში ჩააწვინა, ვინაიდან ფუნდუკში ადგილი არ იყო მათთვის.