ზაქარია 1:5
4. ნუ იქნებით თქვენს მამა-პაპასავით, რომელთაც მოუწოდებდნენ წინანდელი წინასწარმეტყველნი, ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: მიიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან და ბოროტი საქმეებისგან! მაგრამ არ მისმენდნენ და არ მიგონებდნენ, ამბობს უფალი.5. სადღა არიან თქვენი მამა-პაპანი და განა წინასწარმეტყველნიც საუკუნოდ ცოცხლობენ?6. მაგრამ ჩემი სიტყვები და მცნებები, რომლებიც ვუანდერძე ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველთ, ხომ მისწვდა თქვენს მამა-პაპას? მოიქცნენ და თქვეს: როგორც განიზრახა ცაბაოთ უფალმა მოგვქცეოდა ჩვენი გზებისა და საქმეების გამო, ისე მოგვექცა ჩვენ.
ზაქარია თავი 1