ზაქარია 1:7
6. მაგრამ ჩემი სიტყვები და მცნებები, რომლებიც ვუანდერძე ჩემს მორჩილთ, წინასწარმეტყველთ, ხომ მისწვდა თქვენს მამა-პაპას? მოიქცნენ და თქვეს: როგორც განიზრახა ცაბაოთ უფალმა მოგვქცეოდა ჩვენი გზებისა და საქმეების გამო, ისე მოგვექცა ჩვენ.7. მეთერთმეტე თვის, ანუ შებატის თვის, ოცდამეოთხე დღეს იყო უფლის სიტყვა ზაქარიას მიმართ, ძისა ბერაქიასი, ძისა ყიდოსი, წინასწარმეტველისა.8. ვიხილე ღამით და აჰა, მხედარია წითელ ცხენზე და დგას იგი მურტის ხეთა შორის, ჩრდილში, მის უკან კი ცხენებია - წითლები, ზერდაგები და თეთრები.
ზაქარია თავი 1