ზაქარია 14:13
12. ეს იქნება სატანჯველი, რომლითაც დასტანჯავს უფალი ყველა ხალხს, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმზე; ზეზეულად შემოალპებათ ხორცი, დაულპებათ თვალები ფოსოებში და ენა დაულპებათ პირში.13. იმ დღეს იქნება, რომ დიდი აღრეულობა ჩამოვარდება მათ შორის უფლისაგან: ხელს ჩასჭიდებენ ერთი-მეორეს და ერთის ხელი მეორის ხელის წინააღმდეგ აღიმართება.14. იუდაც შეებრძოლება იერუსალიმს; დახვავდება ყველა გარეშემო ხალხის დოვლათი, ოქრო-ვერცხლი და დიდძალი სამოსელი.
ზაქარია თავი 14