ზაქარია 14:3
2. თავს მოვუყრი ყველა ხალხს იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად; აღებული იქნება ქალაქი, სახლები გაიძარცვება და ქალები გაუპატიურდება, ნახევარი ქალაქი ტყვედ წავა, ხოლო დანარჩენი ხალხი არ მოიკვეთება ქალაქიდან.3. გამოვა უფალი და შეებრძოლება ამ ხალხს როგორც ოდესღაც ომობდა ბრძოლის დღეს.4. შედგება მისი ფეხი ამ დღეს ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის, აღმოსავლეთით; შუაზე გაიპობა ზეთისხილის მთა აღმოსავლეთიდან დასავლეთით, და გაჩნდება ძალზე დიდი ხეობა; მთის ერთი ნახევარი ჩრდილოეთისკენ წავა, მეორე ნახევარი - სამხრეთისკენ.
ზაქარია თავი 14