სხუაჲ
და უკუეთუ გნებავს სხუებრცა ვთარგმნოთ ესე, ვითარმედ: ქრისტჱს მაგიერ თქუა ესე სიტყუაჲ: იტყჳს რომელი წამებს ამას, ესე იგი არს, რომელი გამოგჳცხადებს, ქრისტე, ვითარმედ: მოვალ ადრეო. და კუალად თჳთ მოციქული იტყჳს, ვითარმედ: მოვედ, უფალო, უფალო იესუ ქრისტეო, რამეთუ სასურველ არს წმიდათათჳს ქრისტჱს მოსლვაჲ, რომელი მისცემს თითოეულსა შრომისა მისისა სასყიდელსა მრავალ წილად სასუფეველსა ცათასა, რომლისა მიმართ მიგჳძღჳს წმიდაჲ ესე წიგნი, უკუეთუ ოდენ ჩუენცა ტაძარი იგი სულისაჲ წმიდა-ვყოთ, ვითარცა ოქროჲ და არა ვითარცა ჭურჭელი თიჴისაჲ, არამედ პატიოსნად უჩუენოთ მზესა მას სიმართლისასა.
არამედ, ჵ ძმანო, რომელნი ჩემ მიერ თქუმულთა ამათ სიტყუათა აღმოიკითხვიდეთ, შემინდევით, რომელი-რაჲ აქა უძლურად თარგმნილი ჰპოვოთ, რამეთუ ესე საქმენი დიდთა კაცთანი არიან, ხოლო მე ვარ უძლურ და უმეცარ, არამედ მორჩილებისათჳს ვქმენ ძალისაებრ ჩემისა, ვითარცა ღმერთმან სიტყუაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ მომცა. ხოლო ჭეშმარიტი ძალი ამის ყოვლისაჲ მან უწყის, რომლისა მიერ არს ყოველი სიბრძნჱ და მეცნიერებაჲ, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ და ყოველთა თჳსისა მადლისა ბრწყინვალებასა უშურველად მოჰფენს, ხოლო ნათელსა მისსა თითოეული ძალისაებრ სულისა თჳსისა თუალთაჲსა მიიღებს, რომელსაცა ღირს მყვენინ მაღლად და სრულად მოღებად ქრისტემან, ღმერთმან ჩუენმან, რომელმან ჩუენთჳს ჴორცითა ივნო, რომელსა შუენის ყოველივე დიდების-მეტყუელებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ თანა მამით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.