წმიდისა მამისა ჩოჳენისა ანდრიაჲს მთავარეპისკოპოსისა კესარია-კაბადოჳკიელისა თარგმანებაჲ გამოცხადებისაჲ წმიდისა იოვანე მახარებელისა,
რომელი სთხოვა სხუამან ეპისკოპოსმან, და ამან მიწერა ესე მისა.
გუაკურთხენ, უფალო!
უფალსა ჩემსა და ძმასა და ჩემ თანა მღდელსა უფლისა მიერ გახარებ.
მრავალთა მიერ მრავალ-გზის აღვიძულე, რომელთა-იგი აქუნდა ჩემდა მომართ იჭჳ უზეშთაჱსი ჩემისა ძალისაჲ, რაჲთამცა ვთარგმნე ღმრთის-მეტყუელისა იოვანჱს გამოცხადებაჲ და წინაწარმეტყუელებანი იგი მომავალთა საქმეთანი გამოვაცხადენ. ხოლო მე არა ვინებე აწამომდე უზეშთაეს ძალისა ჩემისა საქმეთა ჴელ-ყოფაჲ, რამეთუ უწყი, ვითარმედ საქმჱ ესე დიდთა კაცთაჲ არს წმიდათა მიერ თქუმულნი საქმეთათჳს მომავალთა ჟამთა ყოფადთა გამოცხადებაჲ, რამეთუ უკუეთუ წიგნთა მათ პირველთა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი-იგი მრავალთა მიერ თარგმანებულ არიან, ჯერეთ სიღრმჱ საიდუმლოთა მათთაჲ დაფარულად აქუს ვიდრე დღედმდე, რაჟამს მცირედი ესე გულისჴმის-ყოფაჲ განქარდეს და სრული იგი გამოჩნდეს, და რამეთუ უმეტჱსი წინაწარმეტყუელთა პირველისა მის დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა უფლისა იესუ ქრისტჱს მოსლვისათჳს ქადაგეს. დაღაცათუ იპოების მეორედ მოსლვისათჳსცა მათ მიერ უმცირჱსადრე თქუმული, ვითარ არა. დიდ არს და საკჳრველ გამოთარგმანებაჲ საქმეთაჲ, რომელნი არღა აღსრულებულ არიან, ვინაჲთგან უკუე მორჩილებაჲ უზეშთაეს არს ყოვლისა მსხუერპლისა. ხოლო სასოებაჲ არა არცხუენს და სიყუარული არა დაეცემის, ვითარცა მოციქული იტყჳს- ამათ ყოველთა მიერ სული შენი, ჵ ნეტარო, შემკულ არს და ვესავ, ვითარმედ რომელიცა ცთომილ იყოს, შენ მიერ განემართოს და სასყიდლისა მისთჳს მორჩილებისა და სიყუარულისა ბრძანებული ჩემი აღვასრულო ძალისაებრ ჩემისა შეწევნითა ღმრთისაჲთა.