ხმა: 0
ბზობა-ბაიაობის კვირა
ჩვენი უფლის შესვლა იერუსალიმში
იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში
წმ. ამბროსი აღმსარებელისა (ხელაია, 1927); ღირსთა: პიმენ სალოსისა და ანტონი მესხისა (XIII); მოწამისა საბინესი (287); მოწამისა პაპასი (305-311); მოციქულისა არისტობულესი, ბრიტანელი ეპისკოპოსისა (I); მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, რომის პაპისა (119); მოწამისა ივლიანესი (305-311); მღვდელმოწამეთა: ტროფიმესი და თალასისა, ლაოდიკიელთა ხუცესთა (დაახ. 300).
დიდი მარხვა; ხსნილია თევზით, ღვინით და ზეთით
წმ. იოანე ოქროპირის წირვა
შაბათ საღამოს, ბზობის ცისკარზე, სახარებისა და 50-ე ფსალმუნის წაკითხვის შემდეგ მღვდელი აკურთხევს ბზებს (იხ. მარხვანი, 1901 წ. გვ. 466)