ხმა: 3
დიდი მარხვის მე-4 შვიდეული. პარასკევი
წმ. იოანესი, მანგლელი ეპისკოპოსისა (1751); ღირსისა ილარიონ ახლისა, პელიკიტელი იღუმენისა (დაახ. 754); ღირსისა სტეფანე აღმსარებელისა (დაახ. 815); მოწამეთა: იონასი და ბარაქისესი და სხვათა (დაახ. 330); მოწამისა ბოიანისა, ბულგარელი მთავრისა (დაახ. 830).
დიდი მარხვა
პირველშეწირულის ლიტურგია
IV შვიდეულის ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს I ჟამნზე შემდგომად ღმრთისმშობლის მუხლისა: "რაიმე სახელ-გდვათ ..." ვიდრე "სვლანი ჩემნი წარმართენ ..." აღესრულება შუა ტაძარში ანალოღიაზე დასვენებული ჯვრის 3-გზის შემოკმევა, "ჯვარსა შენსას..." 3-გზის გალობა და ჯვრის თაყვანისცემა, და კითხვა ჯვრის მუხლებისა
სადილის ჟამის ბოლოს აღესრულება ჯვრის თაყვანისცემა, რის შემდეგაც ჯვარს შეასვენებენ აღსავლის კარით საკურთხეველში.