მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

12 მაისი, 1964 (ძველი სტილით 29 აპრილი, 1964)

1964 წლის სრული კალენდარი
ხმა: 1

აღდგომიდან მე-2 შვიდეული. სამშაბათი

წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელისა (62)*; დუდიკვათსა და პაპათში (თურქეთი) 300-თა მხედართა, მღვდელთა და ყოველთა მართლმადიდებელთა ლაზთა ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმთაგან წამებულთა (XVII-XVIII)**; ცხრა კვიზიკელ მოწამეთა: თეოგნიდესი, რუფესი, ანტიპატრესი, თეოსტიქესი, არტემისა, მაგნესი, თეოდოტესი, თავმასიოსისა და ფილიმონისა (286-299); ღირსისა მემნონ სასწაულთმოქმედისა; მოწამეთა: დიოდორესი და როდოპიანე დიაკონისა (284-305); წმ. ვასილი ეპისკოპოსისა (XVI) (სერბ.); მოწამისა იოანესი (რუმინ.).

დღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა.

ხსნილია

მიცვალებულთა ხსენება (წირვის შემდეგ სრულდება დიდი პანაშვიდი).*

საკითხავები წმინდა წერილიდან:

* ლიტურგიის შემდეგ შესრულდება პანაშვიდი. მიცვალებულთა ხსენების ეს დღე რუსეთის ეკლესიის მიერაა დაწესებული და რუსეთში მას ეწოდება ,„კრადონიცა“, რაც ნიშნავს „სასიხარულოს“, ანუ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ მოხსენიებას, სხვა ეკლესიებში (საბერძნეთი, კონსტანტინეპოლი, ანტიოქია, ალექსანდრია და სხვა) ამ დღეს მიცვალებულთა ხსენება არ ხდება. ძველ ქართულ ლიტურგიკულ წყაროებში და საღმრთო წიგნებში ეს მოსახსენებელი არსადაა შეტანილი. იგი არც ბერძნულ და არც თვით რუსულ საღმრთისმსახურო წიგნებში არ წერია. იგი ახალი დროის ზეპირი ტრადიციაა, და რუსეთის ეკლესიიდანა იყო ჩვენში შემოტანილი XIX-XX სს-ში.

* ხსენების დღე დაწესდა წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის კრების განჩინებით.

** ხსენების დღე დაწესდა წმიდა სინოდის 2003 წლის 18 აგვისტოს კრების განჩინებით.

12 მაისი, 1964 (ძველი სტილით 29 აპრილი, 1964)

1964 წლის სრული კალენდარი

განმარტებები დღის საკითხავებზე