ხმა: 6
დიდი მარხვის მე-4 შვიდეული. პარასკევი
ღირსისა მოწამისა ევდოკიასი (დაახ. 160-170); მოწამეთა ნესტორისა და ტრივიმისა (III); მოწამისა ანტონინასი (III-IV); მოწამეთა მარკელესი და ანტონისა; ღირსისა დომნინა სირიელისა (დაახ. 450-460).
დიდი მარხვა
პირველშეწირულის ლიტურგია
IV შვიდეულის ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს I ჟამნზე შემდგომად ღმრთისმშობლის მუხლისა: "რაიმე სახელ-გდვათ ..." ვიდრე "სვლანი ჩემნი წარმართენ ..." აღესრულება შუა ტაძარში ანალოღიაზე დასვენებული ჯვრის 3-გზის შემოკმევა, "ჯვარსა შენსას..." 3-გზის გალობა და ჯვრის თაყვანისცემა, და კითხვა ჯვრის მუხლებისა
სადილის ჟამის ბოლოს აღესრულება ჯვრის თაყვანისცემა, რის შემდეგაც ჯვარს შეასვენებენ აღსავლის კარით საკურთხეველში.