დიდი მარხვის მე-4 შვიდეული. პარასკევი
40 მოწამეთა, სებასტიას ტბასა შინა წამებულთა: კირიონისა, კანდიდესი, დომნესი, ისიხიოსისა, ირაკლისა, სმარაგდესი, ევნოიკესი, ვალენტისა, ვივიანესი, კლავდიოსისა, პრისკესი, თეოდულესი, ევტიქისა, იოანესი, ქსანთიოსისა, ილიანესი, სისინიოსისა, ანგიასი, აეტისა, ფლაბიოსისა, აკაკისა, ეკდიკიოსისა, ლისიმაქესი, ალექსანდრესი, ილისა, გორგონიოსისა, თეოფილესი, დომეტიანესი, გაიოზისა, ლეონტისა, ათანასესი, კირილესი, საკერდონიოსისა, ნიკოლოზისა, ვალერიუსისა, ფილოქტიმონესი, სევერიანესი, ქუდიონისა, მელიტონისა და აგლაიოსისა (დაახ. 320); მოწამისა ურპასიანესი (დაახ. 295); წმიდისა კესარიოს მკურნალისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველის ძმისა (დაახ. 369); მართლისა ტარასისა.
პირველშეწირულის ლიტურგია
IV შვიდეულის ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს I ჟამნზე შემდგომად ღმრთისმშობლის მუხლისა: "რაიმე სახელ-გდვათ ..." ვიდრე "სვლანი ჩემნი წარმართენ ..." აღესრულება შუა ტაძარში ანალოღიაზე დასვენებული ჯვრის 3-გზის შემოკმევა, "ჯვარსა შენსას..." 3-გზის გალობა და ჯვრის თაყვანისცემა, და კითხვა ჯვრის მუხლებისა
სადილის ჟამის ბოლოს აღესრულება ჯვრის თაყვანისცემა, რის შემდეგაც ჯვარს შეასვენებენ აღსავლის კარით საკურთხეველში.