ხმა: 6
დიდი მარხვის მე-2 კვირა
წმ. გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (დაახ. 1360)*; ღირსთა მამათა კიევ-პეჩორის ქვაბთა შინა დავანებულთა**
ცხრათა ყრმათა კოლაელთა: გუარამისა, ადარნასესი, ბაქარისა, ვაჩესი, ბარძიმისა, დაჩისა, ჯუანშერისა, რამაზისა და ფარსმანისა (VI); ევგენიელ მოწამეთა ნაწილთა პოვნა (394-423); მოწამეთა მავრიკიოსისა და 70-თა მხედართა: ფოტინისი, თეოდორესი, ფილიპესი და სხვათა (დაახ. 305); ღირსთა: თალასისა, ლიმნისა და ვარადატისა, სირიელ მეუდაბნოეთა (V); ღირსისა ათანასე აღმსარებელისა (821).
დიდი მარხვა
საკითხავები წმინდა წერილიდან:
* გარდამავალია, მოიხსენიება დიდი მარხვის მე-2 კვირას;
** გარდამავალია, მოიხსენიება დიდი მარხვის მე-2 კვირას.