ხმა: 5
დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. ორშაბათი
ღირსისა ბასილი აღმსარებელისა (750); მღვდელმოწამისა პროტერიოსისა, ალექსანდრიელ პატრიარქისა (457); მღვდელმოწამისა ნესტორისა, მაგიდიელ ეპისკოპოსისა (250); ღირსთა დედათა მარინასი და კირასი (დაახ. 450).
დიდი მარხვა
საკითხავები წმინდა წერილიდან:
დიდმარხვის მე-2 შვიდეულის ორშაბათიდან, მე-6 შვიდეულის პარასკევამდე, სერობის ჟამზე იგალობება თვენის იმ წმიდათა კანონები და დასდებელნი, რომელთა ხსენებაც ემთხვევა: ლაზარეს შაბათიდან თომა მოციქულის კვირიაკემდე პერიოდს. იხ. მარხვანი, 1901 წ. გვ, 187.