ხმა: 7
დიდი მარხვის მე-4 შვიდეული. ორშაბათი
მღვდელმოწამისა დოსითეოზისა, ქუთათელ მიტროპოლიტისა (წერეთელი, 1820); 42 ამორეველთა მოწამეთა: კონსტანტინესი, აეტისა, თეოფილესი, თეოდორესი, მელისენესი, კალისტესი, ბასესი, პატრიკისა და სხვათა (დაახ. 845); წმიდა ელენე დედოფლის მიერ ჭეშმარიტი ძელისა და სამსჭვალთა პოვნა იერუსალიმში (326); ღირსმოწამეთა: კონონისა და ძისა მისისა კონონისა (270-275); ღირსისა არკადი კვიპრელისა (დაახ. 361).
დიდი მარხვა
IV შვიდეულის ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს I ჟამნზე შემდგომად ღმრთისმშობლის მუხლისა: "რაიმე სახელ-გდვათ ..." ვიდრე "სვლანი ჩემნი წარმართენ ..." აღესრულება შუა ტაძარში ანალოღიაზე დასვენებული ჯვრის 3-გზის შემოკმევა, "ჯვარსა შენსას..." 3-გზის გალობა და ჯვრის თაყვანისცემა, და კითხვა ჯვრის მუხლებისა