ვნების შვიდეული. დიდი ოთხშაბათი მღვდელმოწამისა ბასილისა, ანკვირელი ხუცისა (362-363); მოწამისა დროსიდასი, ტრაიანე მეფის ასულისა (104-117); ღირსისა ისააკ დალმატიელისა (IV).
დიდი მარხვა
პირველშეწირულის ლიტურგია
ლიტურგიაზე „იყავნ სახელი უფლისა...“ შემდეგ სრულდება ეფრემ ასურის ლოცვა სამი დიდი მეტანიით. ამით დიდი მეტანიები წყდება სულთმოფენობის დღემდე, გარდა წინაშე წმიდა გარდამოხსნისა.
საკითხავები წმინდა წერილიდან: ცისკარი (რიგ.) - სახარებაჲ იოვანესი 12:17-50
III ჟამი (წმ. ოთხთავი) - სახარებაჲ ლუკაჲსი 18:31-24:53
VI ჟამი (რიგ.) - წინასწარმეტყველება ეზეკიელისი 2:3-3:3
VI ჟამი (წმ. ოთხთავი) - სახარებაჲ იოვანესი 1:1-7:27
IX ჟამი (წმ. ოთხთავი) - სახარებაჲ იოვანესი 7:28-13:30
მწუხრი (რიგ.) - გამოსლვათა 2:11-22
მწუხრი (რიგ.) - იობისა 2:1-10
ლიტურგია (პირველშეწირულის) - სახარებაჲ მათესი 26:6-16