დიდი მარხვის მე-4 შვიდეული. ორშაბათი
ღირსისა იოანე ხახულელისა, ოქროპირად წოდებულისა (XI); მოწამისა კოდრატესი და მისთანა: კვიპრიანესი, დიონისესი, ანექტისა, პავლესი, კრისკენტისა, სხვა დიონისესი, ბიქტორინესი, ბიქტორისა, ნიკიფორესი, კლავდიოსისა, დიოდორესი, სერაპიონისა, პაპიუსისა, ლეონიდესი და მოწ. დედათა: ქარიესასი, ნუნექიასი, ბასილისასი, ნიკასი, გალისა, გალინასი, თეოდორასი და სხვა მრავალთა (258); მოწამეთა: კოდრატე ნიკომიდიელისა, სატორინესი, რუფინესი და სხვათა (III); ღირსისა ანასტასიასი (567-568).
IV შვიდეულის ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს I ჟამნზე შემდგომად ღმრთისმშობლის მუხლისა: "რაიმე სახელ-გდვათ ..." ვიდრე "სვლანი ჩემნი წარმართენ ..." აღესრულება შუა ტაძარში ანალოღიაზე დასვენებული ჯვრის 3-გზის შემოკმევა, "ჯვარსა შენსას..." 3-გზის გალობა და ჯვრის თაყვანისცემა, და კითხვა ჯვრის მუხლებისა