ხმა: 3
დიდი მარხვის მე-4 შვიდეული. პარასკევი
ღირსისა იოანე კლემაქსისა (649); წინასწარმეტყველისა იოადისა (X ს. ქრისტეს შობამდე); მოციქულთა: სოსთენისა, აპოლოსისა, კეფასი, კესარიოსისა და ეპაფროდიტესი (I); წმიდისა ევბულასი (აპოლასი) - დიდმოწამე პანტელეიმონის დედისა (დაახ. 303); ღირსისა იოანე მდუმარისა (VI); ზოსიმე სირაკუზელი ეპისკოპოსისა (662).
დიდი მარხვა
პირველშეწირულის ლიტურგია
IV შვიდეულის ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს I ჟამნზე შემდგომად ღმრთისმშობლის მუხლისა: "რაიმე სახელ-გდვათ ..." ვიდრე "სვლანი ჩემნი წარმართენ ..." აღესრულება შუა ტაძარში ანალოღიაზე დასვენებული ჯვრის 3-გზის შემოკმევა, "ჯვარსა შენსას..." 3-გზის გალობა და ჯვრის თაყვანისცემა, და კითხვა ჯვრის მუხლებისა
სადილის ჟამის ბოლოს აღესრულება ჯვრის თაყვანისცემა, რის შემდეგაც ჯვარს შეასვენებენ აღსავლის კარით საკურთხეველში.