ვნების შვიდეული. დიდი შაბათი
წმ. ევტიქისა, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსისა (582); წმ. მეთოდიოსისა, მორავიის მთავარეპისკოპოსისა (885); ღირსისა პლატონიდა ასურისა (308); 120 სპარსელი მოწამისა (344-347); მოწამეთა: იერემიასი და არქილე ხუცისა (III).
წმ. ბასილი დიდის წირვა.
საკითხავები წმინდა წერილიდან:
განთიადზე, „დიდება მაღალიანის“ გალობის შემდეგ წმიდა გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო სამწმიდის გალობით. წარდგომა, საწინასწარმეტყველი, სამოციქულო და სახარება იკითხებ ა გარდამოხსნის წინ. „წმიდაო ღმერთოს“ ნაცვლად იგალობება „რაოდენთა ქრისტეს მიერ...“ სამოციქულოს შემდეგ ალილუიას ნაცვლად იგალობება „აღდეგინ ღმერთი...“ მღვდელმსახურები ამ დროს ღია ფერის სამოსით შეიმოსებიან. პურისა და ღვინის კურთხევის ლოცვა სრულდება ხორბლისა და ზეთის მოხსენიების გარეშე. ლიტურგიის ჩამოლოცვა: „ქრისტემან ჭეშმარიტმან, ღმერთმან ჩვენმან...“