აღდგომიდან მე-5 შვიდეული. ხუთშაბათი
აღმოყვანება ნაწილთა წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონ-ლუკიიდან ბარში (1087);* მიცვალება ღირსისა შიო მღვიმელისა (VI); წინასწარმეტყველისა ესაიასი (VIII ს. ქრისტეს შობამდე); მოწამისა ქრისტეფორესი (დაახ. 250);
საკითხავები წმინდა წერილიდან:
* წმიდა ნიკოლოზის ნაწილთა გადასვენება იდღესასწაულება მხოლოდ რუსეთის ეკლესიაში, ამ დღესასწაულის შესახებ ანტონ I კათალიკოსს ქართულ „სადღესასწაულოში“ ჩაურთავს შენიშვნა: „საუწყებელ არს, ვითარმედ დღესა ამას მაისსა თ (9), დღესასწაულობს დიდი ეკლესია როსიისა წმიდათა შორის მამისა ჩვენისა, ნიკოლაოს მირონ-ლუკიის არხიეპისკოპოსისა და საკჳრველთმოქმედისა აღმოხუმასა ნაწილთასა მირონ-ლუკიით და დადებასა იტალიასა შინა, ქალაქსა ბარს, არამედ ეკლესიაჲ საბერძნეთისაჲთ არარასა ჴსენებასა ამისსა აღასრულებს, ვითარ-იგი არცა ეკლესიაჲ ქართველთაჲ, და ამისთჳს აკოლუთიაჲ მისი არ გარდამოვიღე ჩუენსა ზედა ჴმასა რუსულისაგან, ხოლო (უკუეთუ) ვისმე ჰნებავს დღესასწაულობად, ვითარცა დეკემბერსა 8 (6) დღესა წერილ არს წმიდათაგან მამათა, იგი აკოლუთიაჲ იჴმაროს მან აქაცა [იხ. სადღესასწაულო, 1865 წ. გვ. ჩიდ (1014)].