ხმა: 5
დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. ორშაბათი
ღირსისა მოწამისა თევდორე აჭარელისა, მღვდელმონოზონისა, ოსმალთაგან წამებულისა (XVIII-XIX სს.); დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა (დაახ. 306); მართლისა მარიამნასი, მოციქულ ფილიპეს დისა (I); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა მოწამისა მინასი (867-889); მღვდელმოწამისა ერმოგენისა, სასწაულთმოქმედისა, რუსეთის პატრიარქისა (1612).
დიდი მარხვა
საკითხავები წმინდა წერილიდან:
დიდმარხვის მე-2 შვიდეულის ორშაბათიდან, მე-6 შვიდეულის პარასკევამდე, სერობის ჟამზე იგალობება თვენის იმ წმიდათა კანონები და დასდებელნი, რომელთა ხსენებაც ემთხვევა: ლაზარეს შაბათიდან თომა მოციქულის კვირიაკემდე პერიოდს. იხ. მარხვანი, 1901 წ. გვ, 187.