მოწამეთა: მარკოზისა, არეთუსიელ ეპისკოპოსისა, კირილე დიაკონისა და სხვათა (დაახ. 364); ღირსისა იოანე მეუდაბნოისა (IV); წმ. ევსტათი აღმსარებელისა, ბითვინიელი ეპისკოპოსისა (IX);
დიდი მარხვა
წმ. ბასილი დიდის წირვა.
საკითხავები წმინდა წერილიდან:
განთიადზე, „დიდება მაღალიანის“ გალობის შემდეგ წმიდა გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიის გარშემო სამწმიდის გალობით. წარდგომა, საწინასწარმეტყველი, სამოციქულო და სახარება იკითხება გარდამოხსნის წინ. „წმიდაო ღმერთოს“ ნაცვლად იგალობება „რაოდენთა ქრისტეს მიერ...“ სამოციქულოს შემდეგ ალილუიას ნაცვლად იგალობება „აღდეგინ ღმერთი...“ მღვდელმსახურები ამ დროს ღია ფერის სამოსით შეიმოსებიან. პურისა და ღვინის კურთხევის ლოცვა სრულდება ხორბლისა და ზეთის მოხსენიების გარეშე. ლიტურგიის ჩამოლოცვა: „ქრისტემან ჭეშმარიტმან, ღმერთმან ჩვენმან...“