მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

4 ნოემბერი, 2028 (ძველი სტილით 22 ოქტომბერი, 2028)

2028 წლის სრული კალენდარი
ხმა: 4

სულთმოფენობიდან მე-22 შვიდეული. შაბათი

მიცვალებულთა ხსენება*

მოციქულთა სწორისა ამბერკისა, იერაპოლელი ეპისკოპოსისა, საკვირველთმოქმედისა (დაახ. 167); შვიდთა ყრმათა ეფესელთა - მაქსიმილიანესი, იამბლიხოსისა, მარტინიანესი, დიონისესი, ანტონინესი, კონსტანტინესი და იოანესი (დაახ. 250); მოწამეთა: ალექსანდრე ეპისკოპოსისა, ირაკლი მხედრისა და ოთხთა დედათა: ანასი, ელისაბედისა, თეოდოტიასი და გლიკერიასი (II-III).

დღესასწაული ყაზანის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა.

ხსნილია

საკითხავები წმინდა წერილიდან:

* გარდამავალია, აღინიშნება წმ. დიმიტრი თესალონიკელის ხსენების (26.X) წინა შაბათ დღეს, რის გამოც, დიმიტრის შაბათსაც უწოდებენ. თავდაპირველად იგი დაწესდა რუსეთის ეკლესიაში კულიკოვოს ომში დაღუპულთა მოსახსენიებლად. მოგვიანებით რუსეთის ეკლესიამ იგი მიცვალებულთა საყოველთაო დღედ გადააქცია. საბერძნეთში, ალექსანდრიაში, ანტიოქიაში, იერუსალიმში და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებში ამ დღეს მიცვალებულთა ხსენება არ სრულდება. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების ხანაში, როდესაც ჩვენი ეკლესია რუსეთის ეკლესიამ შეიერთა (1816-1917 წწ-ში), რუსული საეკლესიო ჩვეულებები საქართველოშიც გავრცელდა. მათ შორისაა დიმიტრის შაბათის აღნიშვნაც. ეს ტრადიცია საქართველოში დღემდე შემორჩა.

4 ნოემბერი, 2028 (ძველი სტილით 22 ოქტომბერი, 2028)

2028 წლის სრული კალენდარი

განმარტებები დღის საკითხავებზე