...ფსალმ 1:1–2). სწორედ ამიტომ ხედავ მას ყოველთვის გონიერად განწყობილს საკუთარი ცოდვების მიმართ. როცა ხალხი აღრიცხა, ამბობდა: „მე ვარ, რომელმან ვცოდე და ბოროტის-ყოფით ბოროტი ვქმენ მწყემსმან“ (). არ უთქვამს: „რა მოხდა, რომ აღვრიცხე?“ არამედ საკუთარ თავს სდებს მსჯავრს და ამიტომ შენდობასაც იღებს. რადგან არაფერს ძალუძს ისე მოწყალედ განაწყოს ღმერთი, როგორც საკუთარი ცოდვების აღიარებას. საკუთარი ცოდვების აღიარება კი მაშინ მოხდება, თუ გავექცევით იმ კრებულებს, რომლებიც ცოდვებიდან მომდინარე შიშს ადუნებენ და მცონარებაში გვაგდებენ.
ამიტომ პავლეც და იერემიაც ამაზე ბევრს ლაპარაკობენ: ორივე გვიბრძანებს, გავექცეთ ბოროტთა და ამგვარად მცონარეთა თანამყოფობას. იობიც ამას სათნოების რიგში აყენებს, როცა ამბობს: „უკუეთუ სრულ ვიყავ მე მლაღობელთა თანა“ ()....