მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 13:6

5. Doth not behave itself unseemly, seeketh not her own, is not easily provoked, thinketh no evil;6. Rejoiceth not in iniquity, but rejoiceth in the truth;7. Beareth all things, believeth all things, hopeth all things, endureth all things.
1 Corinthians თავი 13
6. Rejoiceth not in iniquity, but rejoiceth in the truth;
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა უხარინ სიცრუვესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა (13,6).:

თარგმანი: ესე არს სიცრუვე, რაჟამს უხაროდის ვის ძჳრი მოყუსისაჲ, და ესე — ჭეშმარიტება, რაჟამს უხაროდის კეთილთა მისთა ზედა.

სააღდგომო ეპისტოლე 2002 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ღვთივკურთხეული საქართველოს ღვთისმოყვარე შვილებს:

„აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და მივცემ მწეურვალს სიცოცხლის წყალს წყაროსგან უსასყიდლოდ. მძლეველი დაიმკვიდრებს ყოველს, და ვიქნები მისი ღმერთი, და ის იქნება ჩემი ძე.“ ()

ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო ღვთივდაცულნო შვილნო საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა !

ეს სიტყვები ჰიმნია უკვდავებისა, ჰიმნი ქრისტეს დიადი გამარჯვებისა, რომელიც ყველას საოცარი იმედითა და სიხარულით აღგვავსებს და ჩვენც მოციქულ პავლესთან ერთად, ვხმობთ: „სიკვდილო! სადა არს საწერტელი შენი? ჯოჯოხეთო! სადა არს ძლევაჲ შენი?“ (I კორინ. 15, 55).

სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას სათავე იესო ქრისტეს ჯვარცმით დაედო. თუ გვსურს, ამ გამარჯვების თანაზიარნი გავხდეთ, სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოს უნდა ჩავწვდეთ და გავაცნობიეროთ, რომ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1988 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ სამწყსოს

„მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე“ ()

სიკვდილ-სიცოცხლის გამოუცნობი იდუმალება მუდამ თან გვდევს.

ღმერთმა ინება და ღირს გვყო, რომ დღეს კვლავ გვეგრძნო ღვთაებრივი საიდუმლო სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა.

მათე მოციქული გვამცნობს, თუ როგორ ახარა უფლის საფლავთან გათენებისას მისულ მენელსაცხებლე დედათ ღვთის ანგელოზმა:ნუ გეშინინ თქუენ, ვიცი, რამეთუ იესოს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ, არა არს აქა, რამეთუ აღდგა... და ადრე წარვედით და უთხრათ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ აღდგა მკუდრეთით ().

მას შემდეგ აი უკვე ოცი საუკუნეა, რაც ქრისტეს აღდგომის სიხარული თაობიდან თაობას გადაეცემა. ამ არამიწიერი, ულევი სიხარულით აღვსილი მეც სიყვარულით მოგილოცავთ:

ქრისტე აღდგა!

აღდგა იგი ახლობელთა და შორეულთა, დიდთა და მცირეთა, ძლიერთა და უძლურთათვის, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1981 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ყოვლადსამღვდელო მღვდელმთავართა - წმიდა სინოდის წევრთა, მოძღვართა, ბერ-მონოზონთა და ყოველთა კურთხეულ შვილთა საქართველოს მართლმადიდებელი, წმიდა და სამოციქულო ეკლესიისათა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა მის საზღვრებს გარეთ

ვიდრე ნათელი გაქუს, გრწმენინ ნათელი, რაითა ძე ნათლის იყვნეთ. (იოანე, 12, 36)

ძვირფასნო და ღვთივგანბრძნობილნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, ბერ-მონოზონნო, კურთხეული ივერიის კურთხეულნო შვილნო, მკვიდრნო საქართველოჲსა და მცხოვრებნო მის საზღვრებს გარეთ!

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეს ჩვენ ყველანი ზეცის თანაზიარნი ვხდებით და ადამიანის გული ზემიწიერი სიხარულით ივსება. ამ სიხარულს ღვთიური საწყისი აქვს. ამიტომაცაა, რომ ას ადამიანი ვერ იტევს და სხვას უზიარებს.

პირველი სიტყვა, რომლითაც აღდგომილმა მაცხოვარმა დამაშვრალ კაცობრიობას მიმართა, იყო „გიხაროდენ!“ სწორედ ეს სიხარული წყურია თანამედროვე ადამიანს. ამიტომაც მე დღეს ღვთიური მადით აღვსილი, თქვენც ამ სიხარულს გიზიარებთ.

გიხაროდეთ!

ქრისტე აღდგა!

რა არის მიზეზი ჩვენი დღევანდელი სიხარულისა? მიზეზი ისაა, რომ ჩვენ დღეს ყოველდღიური საზრუნავი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის