მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 15:21

20. But now is Christ risen from the dead, and become the firstfruits of them that slept.21. For since by man came death, by man came also the resurrection of the dead.22. For as in Adam all die, even so in Christ shall all be made alive.
1 Corinthians თავი 15
21. For since by man came death, by man came also the resurrection of the dead.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ კაცისა მიერ იყო სიკუდილი და კაცისა მიერ აღდგომაჲ მკუდართაჲ (15,21).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ესე იყო მიზეზი ქრისტეს განჴორციელებისაჲ, რაჲთა კაცისა მიერ შემოსრული იგი სიკუდილი კაცისა მიერვე განჴადოს განკაცებითა თჳსითა და ძლეულივე იგი ყოს მძლე მძლისა თჳსისა.

სააღდგომო ეპისტოლე 2025 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

...ომავალ დამკვიდრებას ცათა შინა. იესო ქრისტემ მოგვცა მაგალითი როგორც ამქვეყნად სწორად ცხოვრებისა, ისე გვიჩვენა მისი შედეგიც – სასუფეველში მართალთა დამკვიდრებისა.

„ვინაიდან კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, და კაცის მიერვე აღდგომა მკვდრეთით და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა“ ().

კაცობრიობის საყოველთაო აღდგომის რწმენა არის ქვაკუთხედი ქრისტიანული აზროვნებისა; ვისაც ეს არ სწამს და თავს მაინც ქრისტიანად თვლის, ძალიან ცდება და, სინამდვილეში, მაცხოვნებელ ჭეშმარიტებასთან საერთო არაფერი აქვს, რადგან, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, „თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა და … თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგებაც და ჩვენი რწმენაც“ ().

„…მაგრამ როგორ აღდგებიან მკვდრები? ან რომელი სხეულით მოვლენ?

რასაც შენ თესავ (იგულისმება მცენარის თესლი), ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა; ასევე მკვდართა აღდგომისასაც: ითესება ხრწნილებაში, აღდგება უხრწნელებაში; ითესება დამცირებაში, აღდგება დიდებაში… ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი“ (Iკორ. 15,35-36; 42-44).

სწორედ რწმენა მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისა აძლევს აზრს ჩვენი ყოფის იმ წესს,...

სრულად ნახვა