მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Corinthians 16:24

23. The grace of our Lord Jesus Christ be with you.24. My love be with you all in Christ Jesus. Amen. (The first epistle to the Corinthians was written from Philippi by Stephanas and Fortunatus and Achaicus and Timotheus.)
1 Corinthians თავი 16
24. My love be with you all in Christ Jesus. Amen. (The first epistle to the Corinthians was written from Philippi by Stephanas and Fortunatus and Achaicus and Timotheus.)
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სიყუარული ჩემი თქუენ ყოველთა თანა ქრისტეს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, ამენ (16,24).:

თარგმანი: ვინაჲთგან ფრიად რაჲმე მხილებით ეზრახა მათ სიტყუათა შინა ამის ებისტოლისათა, ამისთჳს აწ, დასასრულსა სიტყჳსასა, ნუგეშინის-სცემს მათ სიტყჳთა ამით, ვითარმედ: "სიყუარული ჩემი თქუენ ყოველთა თანა"; ესე იგი არს, ვითარმედ: "არარაჲ გამხილე თქუენ სიძულილით და რისხვით, არამედ სიყუარულით და მყუდროებით; არა რაჲთა მოგწყლნე, არამედ რაჲთა განგკურნნე". ესე რაჲ თქუა სიყუარულისათჳს, შეეშინა, ნუუკუე ვინმე შეჰრაცხოს იგი ჴორციელად რადმე ანუ სოფლიოთა სიყუარულთაგანად, მყის ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: "ქრისტეს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა". ესე იგი არს, ვითარმედ: არარაჲ მაქუს ლიტონად და ამაოდ, არამედ ყოველივე ჩემი ქრისტე იესუჲს მიერ არს, უფლისა ჩუენისა. ამისთჳს ნუცა მხილებაჲ იგი შეგირაცხიეს სიძულილისად, ნუცა სიყუარული ესე ჴორცთა ტრფიალებისად, არამედ ყოველივე, ჩემიცა და თქუენიცა, საქმეთა და სიტყუათაგანი, ესრეთ განვაგოთ, რაჲთა ქრისტეს იესუჲს მიერ იყოს, რომლისა მონებად თანამდებ ვართ, ვითარცა ბუნებითითა დამბადებელობითა და მადლისა მიერითა განმაახლებელობითა უფლისა ჩუენისა. და ესე მტკიცე იყავნ ჩუენ ზედა ამენითა, რომელ არს: "იყავნ". და არს-მცა ჩუენ ზედა ნებაჲ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის