მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 John 2:5

4. He that saith, I know him, and keepeth not his commandments, is a liar, and the truth is not in him.5. But whoso keepeth his word, in him verily is the love of God perfected: hereby know we that we are in him.6. He that saith he abideth in him ought himself also so to walk, even as he walked.
1 John თავი 2
5. But whoso keepeth his word, in him verily is the love of God perfected: hereby know we that we are in him.
თავი ა̂. მსგავსად სახარებისა ღმრთისმეტყუელებაჲ ქრისტესთჳს, რომლისა მცნებათა დამარხვაჲ დაამტკიცებს ცნობასა მისსა.
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელმან თქუას, ვითარმედ: ვიცან იგი; და მცნებათა მისთა არა იმარხვიდეს, მტყუარ არს და ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. რამეთუ, რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი მისნი, ჭეშმარიტად სიყუარული ღმრთისაჲ აღსრულებულ არს მის თანა. ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვართ. რომელმან თქუას მის თანა ყოფაჲ, თანა-აც, რაჲთა, ვითარცა-იგი თავადი ვიდოდა, ეგრეცა მას სლვაჲ (2,4-6).:

თარგმანი: ესე არს ცნობაჲ ღმრთისაჲ — დაცვაჲ მცნებათა მისთაჲ; და ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა საქმით აღვასრულეთ სიტყუანი ბრძანებათა მისთანი. და ესე არს ქრისტეს თანა ყოფაჲ, რაჲთა, ვითარ-იგი სიმდაბლით და ჭირთა თავს-დებით იქცეოდა ქუეყანასა ზედა კაცთა შორის, მათვე კუალთა ვიდოდით სიმდაბლისა და სახიერებისა მისისათა, რომელმან-იგი ყოველივე თავს-იდვა ჩუენთჳს, ვიდრე სიკუდიდმდე, რამეთუ ამისსა თანამდებ გუყოფს ჩუენ ღმრთისმეტყუელი და მახარებელი, რაჲთა, უკუეთუ გუენებოს არა-განშორებაჲ მისი ჩუენგან, მათვე კუალთა მოსწრაფე ვიყვნეთ შედგომად, რომელთაჲ სახე მოგუცა ჩუენ თავისა მიერ თჳსისა სიტყუამან, ჩუენთჳს განჴორციელებულმან და სიკუდიდ მიცემულმან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის