მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ა̂. მსგავსად სახარებისა ღმრთისმეტყუელებაჲ ქრისტესთჳს, რომლისა მცნებათა დამარხვაჲ დაამტკიცებს ცნობასა მისსა.

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

იოვანე მოციქულისა წიგნი კათოლიკე პირველი

მოციქულისაჲ: რომელი იყო პირველითგან, რომელი გესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა (1,1).

თარგმანი: რომლისათჳს-იგი სხუასა ადგილსა იტყჳს "ღმერთი არავინ იხილა" (), აწ მისთჳსვე პირველითგან ყოფასა თანა თუალით ხილვასაცა იტყჳს ყურით სმენილისა მის და წინაჲსწარმეტყუელთა მიერ ქადაგებულისასა. ცხად არს, ვითარმედ ამისთჳს, რამეთუ, რომელი-იგი უხილავ და პირველ საუკუნეთა იყო მხოლოდშობილი და თანა-დაუსაბამოჲ ძე მამისაჲ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა, იგივე აღსასრულსა ჟამთასა მიღებითა კაცობრივისა ბუნებისაჲთა, სახილველ იქმნა და საქმით სრულ-ყვნა სიტყუანი წინაჲსწარმეტყუელთა მიერ და შჯულისა მისთჳს მოსწავებულნი, რამეთუ ბუნებაჲ ღმრთეებისაჲ უხილავ და დაუტევნელ არს კაცთა შორის. ამისთჳს სიტყუამან ღმრთისამან ჴორცნი შეისხნა, რაჲთა სახილველ და დასატევნელ იქმნეს ჩუენ კაცთა შორის.

მოციქულისაჲ: რომელი ვიხილეთ და ჴელნი ჩუენნი ჰმსახურებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა (1,1).

თარგმანი: უსაკუთრეს არს ესრეთ: რომელი ვიხილეთ და ჴელითა ჩუენითა განვიხილეთ; ესე იგი არს, ვითარმედ არა საოცარ რაჲმე არს ჴორცთა შესხმაჲ მისი, არამედ თუალით ხილულ; და არა ხოლო პირველ ვნებისა, არამედ შემდგომად აღდგომისაცა დამამტკიცებელ უქცეველობასა ჴორცთ-შესხმისასა, რაჟამს თომაჲს მიერ განსახილველ ყვნა სახე იგი სამშჭუალთაჲ და წყლულებაჲ გუერდისაჲ სიტყუამან მან ცხოველმან და ყოველთა ცხოველსმყოფელმან.

მოციქულისაჲ: და ცხორებაჲ იგი გამოცხადნა და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ და გითხრობთ თქუენ ცხორებასა მას საუკუნესა, რომელი იყო მამისა თანა და გამოგჳჩნდა ჩუენ; რომელი გუესმა და ვიხილეთ, გითხრობთ თქუენ, რაჲთა თქუენცა ზიარებაჲ გაქუნდეს ჩუენ თანა და ზიარებაჲ ჩუენი მამისა თანა და ძისა მისისა იესუ ქრისტესსა (1,2-3).

თარგმანი: ვითარცა თუალით მხილველნი სიტყჳსა ჴორცშესხმულისანი ყოველთა კიდეთა უქადაგებენ ჴორცთა შესხმასა სიტყჳსასა, ვითარმედ პირველითგან მამისა თანა მყოფი, უხილავი და დაუსაბამოჲ, განცხადნა და სახილველ იქმნა ჩუენთჳს განკაცებითა, და იგი არს საუკუნოჲ ცხორებაჲ მორწმუნეთა მისთაჲ. ამისთჳსცა, რომელმან ქადაგებისა მისისა შეწყნარებითა მოიგოს ზიარებაჲ ქადაგთა მისთაჲ, მათ მიერ ზიარ იქმნეს იგი არა ხოლო ძისა, არამედ მამისაცა, რამეთუ მამისა მიახლებაჲ და შეერთებაჲ ძისა მიერ მოემადლა კაცთა ზეცად აღყვანებითა თბისა მის ჩუენგან მიღებულისაჲთა.

მოციქულისაჲ: და ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს. და ესე არს აღთქუმაჲ იგი, რომელი გუესმა მისგან და გითხრობთ თქუენ, რამეთუ ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არცა ერთ (1,4-5).

თარგმანი: მაშინ აღივსების სიხარული მოძღუართაჲ, რაჟამს სწავლითა მათითა ცხოვნებულნი ზიარ იქმნნენ ღმრთისა, ხოლო აღთქუმაჲ ქრისტეს მიერ სმენილი ესე არს გამოცხადებაჲ ცხორებისა საუკუნოჲსაჲ, რომლისათჳს თჳთ თავადი ჴმობს: "მე ნათელი სოფლად მოვივლინე" (), და "მე ვარ ნათელი სოფლისაჲ" (), და კუალად თჳთ ესევე ღმრთისმეტყუელი იტყჳს: "ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს" (), ესე იგი არს სიკუდილსა და საცთურსა შინა სოფლისასა, და ესევითარნი ბნელნი მას ვერ ერევიან, ვერცა დააბრყჳლებენ ნათელსა მისსა. ხოლო ოდეს გესმას ბნელი გარემოჲს მისსა დადებულად, ესე მიუწდომელობისათჳს მისისა გულისჴმა-ყავ.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ზიარებაჲ გუაქუს მის თანა და ჩუენ ბნელსა შინა ვიდოდით, ვტყუვით და არა ვიქმთ ჭეშმარიტებასა (1,6).

თარგმანი: ესრეთ ეძიებს ზიარ-ყოფასა ღმრთისასა, რაჲთა, ვითარ-იგი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა, ეგრეთვე ჩუენ ვიქმოდით საქმეთა ნათლისათა და განვეშორნეთ საქმეთა ბნელისათა, რამეთუ ბნელსა ცოდვისასა ზიარი ღმრთისა ზიარებისაგან უცხო იქმნების.

მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ ნათელსა შინა ვიდოდით, ვითარცა იგი ნათელსა შინა არს, ზიარებაჲ გუაქუს ურთიერთას და სისხლი იგი იესუჲს ძისა მისისაჲ განგუწმედს ჩუენ ყოვლისაგან ცოდვისა (1,7).

თარგმანი: ნათელსა შინა სლვად გულისჴმა-ჰყოფდ მოქმედებასა სათნოებათასა, რამეთუ ყოველი სათნოებაჲ თჳს და საკუთარ და ბუნებითად ღმრთისაჲ არს, ვითარ სიწმიდე და სახიერებაჲ და კაცთმოყუარებაჲ და მსგავსნი ამათნი. და რაჟამს ჩუენ მოგუეცნენ ესენი მადლით მის მიერ, მაშინ ზიარებაჲ გუაქუს ურთიერთას და მისსა მიმართ, ხოლო მოგუეცემის მაშინ, რაჟამს მოსწრაფედ ვეძიებდეთ.

მაქსიმესი: ნათელ ნათელსა შინა მყოფ არს ღმერთი მამაჲ ძისა შორის და სულისა. არა სხუაჲ და სხუაჲ ნათელი, არამედ — ერთი ნათელი, ერთობისათჳს არსებისა და ბუნებისა; ხოლო განყოფილი —თჳთებისათჳს და შეურევნელობისა გუამთაჲსა; რაჲთა ცხად იყოს სამთა ნათელთა ერთბრწყინვალებაჲ. და კუალად, სახისმეტყუელებით ნათელსა შინა ყოფად ღმრთისა ითქუმის, რაჟამს ჩუენ ნათელ ვიქმნნეთ მადლით, მოგებითა სათნოებათაჲთა, და მან თავადმან სავანე ყოს ჩუენ შორის, ვითარცა ბუნებითმან ნათელმან მადლით მის მიერ განათლებულთა შორის.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ — ცოდვაჲ არა გუაქუს, - თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა (1,8).

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "სისხლი იესუჲსი განმწმედს ჩუენ" (), აწ ჰურიათა თანამდებ ჰყოფს ბრალისა, რომელნი ჴმობდეს: "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა" (). ვითარმედ, უკუეთუ ესე გგონიეს თუ არად ცოდვა არს მკლველობაჲ ქრისტესი, და შესაძლებელ არს სხუებრ განწმედაჲ ჩუენი ცოდვათაგან თჳნიერ სისხლისა მისისა, უწყოდეთ, რამეთუ სცთებით, და განვრდომითა ჭეშმარიტებისაგან ღმრთისაგან განჰვარდებით, რომელ-იგი არს ჭეშმარიტი ჭეშმარიტებაჲ.

მოციქულისაჲ: უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ცოდვანი ჩუენნი და განგუწმიდნეს ჩუენ ყოვლისაგან სიცრუისა (1,9).

თარგმანი: ყოველთავე სარგებელ ეყოფვის აღსაარებაჲ ბრალთაჲ, რომელი-იგი დასაბამი არს სინანულისაჲ, ხოლო უფროჲსღა ჰურიათა უჴმს, რაჲთა აღიარონ ბრალი ქრისტეს მკლველობისაჲ, ვითარმედ: ვცოდეთ. და ესრეთ მან თავადმან განათავისუფლნეს იგინი სიცრუისაგან მათისა და სისხლისა მის, რომელი დაიდვეს თავთა მათთა და შვილთასა ზედა.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: არა ვცოდეთ, —მტყუვრად გამოვაჩინებთ მას და სიტყუაჲ მისი არა არს ჩუენ შორის (1,10).

თარგმანი: უკუეთუ თქუან ჰურიათა, ვითარმედ: არა ვცოდეთ, — მტყუვრად გამოაჩინებენ მეტყუელსა მას პირითა წინაჲსწარმეტყუელისაჲთა: მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ; და კუალად, ჟამსა ვნებისასა თქუა: უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს, უკუეთუ — კეთილსა, რაჲსათჳს მცემ? ესრეთ უკუე მკლველთაგან მისთა, რომელმან იკადროს, ვითარმედ: არა ვცოდე, — უცხო იქმნების სიტყუათაგან მისთა, რომელნი-იგი სულ არიან და ცხორება.

მოციქულისაჲ: შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა არა სცოდოთ, და უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინის-მცემელი გჳვის მამისა მიმართ — ქრისტე იესუ მართალი, და იგი არს მომტევებელი ცოდვათა ჩუენთაჲ, და არა ხოლო ცოდვათა ჩუენთაჲ, არამედ ყოვლისა სოფლისათაჲ (2,1-2).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა თუ ბუნებით შეცვალებულ ხართ ნათლისღებისა მიერ, რაჲთამცა, გინდა თუ არა, ვერ შემძლებელ იყვენით ქმნად ცოდვისა, არამედ ნათლისღებაჲ პირველ გარდასრულთა ბრალთასა მოგცემს მადლით მოტევებასა და წინამდებარეთა ჟამთათჳს — ძალსა და შეწევნასა, დაცვად ბოროტისაგან და ქმნად კეთილისა. არამედ ესე ჩუენი საქმე არს, რაჲთა მოსწრაფე ვიყვნეთ განკრძალულებით ცვად თავთა ჩუენთა ყოვლისაგან ცოდვისა, რაჲთა შეუმწინკულებელად ეგოს ჩუენ შორის მადლი ნათლისღებისაჲ. ხოლო უკუეთუ ვცოდოთ რომლითაცა მიზეზითა, მეორე ესე არს გზაჲ, რაჲთა არავე წარვიკეთოთ სასოებაჲ მოქცევისა და სინანულისაჲ, რამეთუ არს ჩუენდა მლხინებელ მამისა მიმართ — მხოლოჲ იგი უცოდველი და ამხუმელი ცოდვათა სოფლისათაჲ, უფალი ჩუენი იესუ ქრისტე. ამისთჳს მზა-მცა ვართ მოქცევად მისსა და სინანულად ბრალთა ჩუენთა.

მოციქულისაჲ: და ამით უწყით, რამეთუ ვიცით იგი, უკუეთუ მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ (2,3).

თარგმანი: წმიდანი წერილნი უმრავლესსა ადგილსა არა ლიტონსა რასმე ქონებასა მეცნიერებისასა, არამედ საქმითსა თჳსებასა და მსგავსებასა უწოდენ ღმრთისმეცნიერება. აწ უკუე, რომელი საუფლოთა მცნებათა არა იმარხვიდეს, არცა საქმით ემსგავსებოდის ძალისაებრ მამასა თჳსსა ზეცათასა, ესევითარსა მას არღა უცნობიეს ღმერთი, ვითარ-იგი ჯერ-არს, არცა ცნობილ არს მის მიერ. ამისთჳს სამართლად ესმის მისგან: არა გიცი, ვინაჲ ხარ, განმეშორე ჩემგან, მოქმედო უშჯულოებისაო.

მოციქულისაჲ: რომელმან თქუას, ვითარმედ: ვიცან იგი; და მცნებათა მისთა არა იმარხვიდეს, მტყუარ არს და ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა. რამეთუ, რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი მისნი, ჭეშმარიტად სიყუარული ღმრთისაჲ აღსრულებულ არს მის თანა. ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვართ. რომელმან თქუას მის თანა ყოფაჲ, თანა-აც, რაჲთა, ვითარცა-იგი თავადი ვიდოდა, ეგრეცა მას სლვაჲ (2,4-6).

თარგმანი: ესე არს ცნობაჲ ღმრთისაჲ — დაცვაჲ მცნებათა მისთაჲ; და ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა საქმით აღვასრულეთ სიტყუანი ბრძანებათა მისთანი. და ესე არს ქრისტეს თანა ყოფაჲ, რაჲთა, ვითარ-იგი სიმდაბლით და ჭირთა თავს-დებით იქცეოდა ქუეყანასა ზედა კაცთა შორის, მათვე კუალთა ვიდოდით სიმდაბლისა და სახიერებისა მისისათა, რომელმან-იგი ყოველივე თავს-იდვა ჩუენთჳს, ვიდრე სიკუდიდმდე, რამეთუ ამისსა თანამდებ გუყოფს ჩუენ ღმრთისმეტყუელი და მახარებელი, რაჲთა, უკუეთუ გუენებოს არა-განშორებაჲ მისი ჩუენგან, მათვე კუალთა მოსწრაფე ვიყვნეთ შედგომად, რომელთაჲ სახე მოგუცა ჩუენ თავისა მიერ თჳსისა სიტყუამან, ჩუენთჳს განჴორციელებულმან და სიკუდიდ მიცემულმან.

ნაშრომები > კომენტარები საქმეებზე და კათოლიკე ეპისტოლეებზე, წმ.იოანე ოქროპირი, წმ. ეფრემ მცირე > იოვანე მოციქულისა წიგნი კათოლიკე პირველი > თავი ა̂. მსგავსად სახარებისა ღმრთისმეტყუელებაჲ ქრისტესთჳს, რომლისა მცნებათა დამარხვაჲ დაამტკიცებს ცნობასა მისსა.