მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 John 4:16

15. Whosoever shall confess that Jesus is the Son of God, God dwelleth in him, and he in God.16. And we have known and believed the love that God hath to us. God is love; and he that dwelleth in love dwelleth in God, and God in him.17. Herein is our love made perfect, that we may have boldness in the day of judgment: because as he is, so are we in this world.
1 John თავი 4
16. And we have known and believed the love that God hath to us. God is love; and he that dwelleth in love dwelleth in God, and God in him.
თავი ე̂. ძმათმოყუარებისათჳს და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

მოციქულისაჲ: საყუარელნო, უკუეთუ ღმერთმან ესრეთ შემიყუარნა, ჩუენცა თანა-გუაც ურთიერთას სიყუარული. ღმერთი არა სადა ვის უხილავს. უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს და სიყუარული მისი ჩუენ შორის აღსრულებულ არს (4,11-12).

თარგმანი: ვინაჲთგან არა თუალით ხილულად, არამედ უხილავად და საცნაურად იქმნების ჩუენ შორის დამკჳდრებაჲ ღმრთისაჲ, ამისთჳს ამას მოგუცემს მაუწყებელად, რაჲთა უწყოდით ჩუენ შორის ყოფაჲ მისი, უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას და ვჰბაძვიდეთ მისსა მას ჩუენდა მომართ სიყუარულსა და ძალისაებრ გარდავიჴდიდეთ თანა-ნადებსა მოყუასთა და ძმათა ჩუენთა მიმართ ჩუენებითა სიყუარულისაჲთა.

მოციქულისაჲ: ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვჰგიეთ და იგი ჩუენ შორის, რამეთუ სულისა მისისაგან მომცა ჩუენ, და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ, რამეთუ მამამან მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა (4,13-14).

თარგმანი: ესე კუალად მეორე საცნაურებაჲ ღმრთისა ჩუენდა მომართთა სახიერებათაჲ, რამეთუ წინდად მერმისა მის საუკუნოჲსა ცხორებისა აქავე მომცა ჩუენ სულისაგან თჳსისა და მოვლინებითა ძისაჲთა აცხოვნა სოფელი.

მოციქულისაჲ: რომელმან აღიაროს, ვითარმედ იესუ არს ძე...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1980 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

საქართველოს საპატრიარქოს ღვთივკურთხეულ სამწყსოს

ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა (I იოანე 4,16).

ღვთისმოყვარენო და ღვთისაგან რჩეულნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძენო და ასულნო ივერიის წმიდა სამოციქულო ეკლესიისანო, მკვიდრნო საქართველოისანო და მცხოვრებნო ჩვენი ძვირფასი სამშობლოს საზღვრებს გარეთ!

მშვდობაჲ თქუენდა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუის მიერ(1 პეტრე 5,14).

დღეს მე კვლავ გაუწყებთ თქვენ ყველას მარადიულ სიყვარულსა და სიხარულს:

ქრისტე აღდგა!

უფალი მოგვმართავს ყოველ ჩვენგანს: ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ ().

მაცხოვარო ქვეყნისა, გევედრებით, აღადგინე ჩვენი სარწმუნოება, რომლითაც ცხოვრობდნენ და იმარჯვებდნენ ჩვენი დიდნი მამა-პაპანი; გვრწამს, რომ ჯვარს ეცვი და აღდეგ ჩვენთვის და ქვეყანა გამოიხსენ ცოდვებისაგან; შენ სძლიე უძლეველი და შენი აღდგომით მოგვმადლე საწყისი ახალი ცხოვრებისა, რომელიც აქ, დედამიწაზე, იწყება და საუკუნო სასუფეველში გრძელდება.

ქრისტე აღდგა!

სასოებაო ქვეყნისა! შენ ხარ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის