მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თავი ე̂. ძმათმოყუარებისათჳს და ღმრთისმსახურებისა

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: წმინდა ეფრემ მცირე
რედაქტორი: Titus

📋 სარჩევი

მოციქულისაჲ: საყუარელნო, უკუეთუ ღმერთმან ესრეთ შემიყუარნა, ჩუენცა თანა-გუაც ურთიერთას სიყუარული. ღმერთი არა სადა ვის უხილავს. უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს და სიყუარული მისი ჩუენ შორის აღსრულებულ არს (4,11-12).

თარგმანი: ვინაჲთგან არა თუალით ხილულად, არამედ უხილავად და საცნაურად იქმნების ჩუენ შორის დამკჳდრებაჲ ღმრთისაჲ, ამისთჳს ამას მოგუცემს მაუწყებელად, რაჲთა უწყოდით ჩუენ შორის ყოფაჲ მისი, უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას და ვჰბაძვიდეთ მისსა მას ჩუენდა მომართ სიყუარულსა და ძალისაებრ გარდავიჴდიდეთ თანა-ნადებსა მოყუასთა და ძმათა ჩუენთა მიმართ ჩუენებითა სიყუარულისაჲთა.

მოციქულისაჲ: ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვჰგიეთ და იგი ჩუენ შორის, რამეთუ სულისა მისისაგან მომცა ჩუენ, და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ, რამეთუ მამამან მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა (4,13-14).

თარგმანი: ესე კუალად მეორე საცნაურებაჲ ღმრთისა ჩუენდა მომართთა სახიერებათაჲ, რამეთუ წინდად მერმისა მის საუკუნოჲსა ცხორებისა აქავე მომცა ჩუენ სულისაგან თჳსისა და მოვლინებითა ძისაჲთა აცხოვნა სოფელი.

მოციქულისაჲ: რომელმან აღიაროს, ვითარმედ იესუ არს ძე ღმრთისაჲ, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა (4,15).

თარგმანი: იხილე, ვითარ ზე და ქუე აქცევს და მრავალ-მოქცევ ჰყოფს პატივსა ამას მართლ-აღმსარებელისასა, რაჲთა შეაჩუენნეს და განაქიქნეს მეტყუელნი იგი წვალებისანი, რომელნი ლიტონად კაცად და ძედ მარიამისსა უწოდეს და არა აღიარებდეს მას, ვითარ იგი არს ღმერთი ღმრთისაგან, მხოლოდშობილი სიტყუაჲ მამისაჲ და აღსასრულსა ჟამთასა ჩუენისა ცხორებისათჳს ჴორცშესხმული უფალი და ღმერთი ჩუენი იესუ ქრისტე.

მოციქულისაჲ: ამით აღსრულებულ არს სიყუარული ჩუენ შორის, რაჲთა განცხადებულებაჲ გუაქუნდეს დღესა მას საშჯელისასა, რამეთუ ვითარცა იგი იყო, და ჩუენცა ვართ სოფელსა ამას შინა (4,17).

თარგმანი: ესე არს სიყუარულისა ღმრთისა ჩუენ შორის საცნაურმყოფელი, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ, ვითარ-იგი მან თავადმან თქუა: რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს; ხოლო დამმარხველი მცნებათა მისთაჲ კადნიერებით წარმოდგების დღესა მას საშჯელისასა, რამეთუ ვითარცა-იგი თავადი იქცეოდა სოფელსა ამას შინა ჭირით და სიგლახაკით, ეგრეთვე ამან წარვლო გზაჲ იგი იწროჲ და საჭიროჲ სოფელსა ამას შინა. გარნა შენ იხილე, თუ ვითარ იყო იგი თავადი სოფელსა შინა. არამედ ესოდენ ზეშთა იყო სოფლისა, რომელ კადნიერებით ჴმობდა: მოვიდეს მთავარი იგი სოფლისაჲ ამის და ჩემ თანა პოოს არარაჲ. ესრეთვე უჴმს ყოველსა მორწმუნესა, რაჲთა, რაჟამს განიხილვოდის მთავრისაგან ამის სოფლისა, არცა ერთი რაჲ აქუნდეს სოფლიოთა ვნებათა და საეშმაკოთა ნივთთაგანი, რომელ არიან ბოროტნი საქმენი, და ესრეთ განცხადებულებაჲ აქუნდეს დღესა მას საშჯელისასა; ესე იგი არს კადნიერებითი და ურცხუენელი კეთილი სიტყჳს-გებაჲ.

მოციქულისაჲ: შიში არა არს სიყუარულსა თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაჲ აქუს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყუარულსა ზედა. ჩუენ გჳყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ (4,18-19).

თარგმანი: რომელმან ღმერთი მის შორის შეიწყნაროს ნიჭითა მით სულისა წმიდისაჲთა ქრისტეს მიერ, ესევითარსა მას არღარა ვისგან ეშინის, რამეთუ მიუღიეს ჴელმწიფებაჲ დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა.

მაქსიმესი: ახლად მოსრულისადა საჴმარ არს შიში მომაქცეველად ბოროტისაგან, ხოლო საშუვალსა ქმნითა კეთილისაჲთა შეექმნების ჩუეულებაჲ წესიერად და სათნოდ მოქალაქობისაჲ. და შორის მდგომარე არს იგი შიშისა და სიყუარულისა. ხოლო სრულ-ქმნილსა საღმრთოჲთა გულისჴმისყოფითა სრულებით წარუმართებიეს თავი იგი კეთილთაჲ, რაჲთა არღარა შიშისათჳს, ვითარცა მონაჲ, ანუ სასყიდლისათჳს, ვითარცა მუშაკი, არამედ სიყუარულისათჳს, ვითარცა ძე, ჰმსახურებდეს ღმერთსა. გარნა ორნი იგი პირველ თქუმულნი საზომნი, დაღაცათუ მესამისასა უმდაბლეს არიან, არამედ თჳსსა ჟამსა იგინი უსაჴმარეს არიან, რამეთუ მოშიში დაღაცათუ უდარეს არს მოყუარისასა, არამედ იგიცა ჟამიერად იჴუმევს შიშსა, რაჲთა თჳსსა ჟამსა აღვიდეს საზომსაცა სიყუარულისასა და მიიწიოს მონებისაგან პატივსა შვილებისასა. რამეთუ ჯერე ეგრეთვე არს, რაჲთა მოვიგოთ სიყუარული მისი, რომელმან-იგი პირველად შემიყუარნა ჩუენ და ესოდენ ზრუნავს ჩუენთვს, რომელ თმანიცა თავისა ჩუენისანი აღრაცხილად ჰქონან. არა თუ, ვითარმცა ღმერთი თმათა რაცხვიდა, არამედ რამეთუ ყოველსავე, დიდითგან მიწულილადმდე იღუწის და წინა-განაგებს ჩუენთჳს.

მოციქულისაჲ: უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ: მიყუარს ღმერთი; და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუვარი არს, რამეთუ, რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა იხილა, ვითარ ძალ-უც შეყუარებად? და ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა, რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი (4,20-21).

თარგმანი: ვინაჲთგან სიყუარული ძმათაჲ მცნებაჲ არს საღმრთოჲ, ვითარმედ: "ამით ცნან ყოველთა, რამეთუ ჩემნი მოწაფენი ხართ, რაჟამს იყურებოდით ურთიერთას" (); და კუალად, საზღვრად სიყუარულისა თჳსისა ესე დაუც: "რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს" (). ამიერ ცხად არს, ვითარმედ სიყუარული მოყუსისაჲ აღსრულებაჲ არს მცნებისაჲ. და აღსრულებაჲ მცნებისაჲ სასწაული არს სიყუარულისა მისისაჲ. ამისთჳს ნიჭად მიემადლების მის თავადისა მოსლვაჲ და სავანე ყოფაჲ მის შორის აღმასრულებელსა მცნებისასა, თანა მამით და სულითურთ. ხოლო თჳნიერ ძმათა სიყუარულისა იქადოს თუ ღმრთისმოყუარე ყოფაჲ, ტყუვილი დაესაჯების, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ საქმე არს გონებისაჲ, და დაფარული გონებისაჲ ამით იხილვების, რაჟამს სიყუარულისათჳს ღმრთისა აღვასრულოთ მცნებაჲ მისი და ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ ყოველი გარდამავალი მცნებისაჲ უცხო არს სიყუარულისაგან ღმრთისა.