მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 John 5:4

3. For this is the love of God, that we keep his commandments: and his commandments are not grievous.4. For whatsoever is born of God overcometh the world: and this is the victory that overcometh the world, even our faith.5. Who is he that overcometh the world, but he that believeth that Jesus is the Son of God?
1 John თავი 5
4. For whatsoever is born of God overcometh the world: and this is the victory that overcometh the world, even our faith.
თავი ვ̂. ღმრთისმეტყუელებისათჳს ძისა დიდებითა მამისაჲთა და ძლევისათჳს ბოროტისა, სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ცხორებად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელსა. და ესე არს ძლევაჲ, რომლითა სძლევს სოფელსა, სარწმუნოებაჲ ჩუენი. რაჲ არს, რომლითა სძლევს სოფელსა? —არამედ რომელსა ჰრწმენეს, ვითარმედ იესუ არს ძე ღმრთისაჲ (5,4-5).:

თარგმანი: სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და ძალითა ნათლისღებისაჲთა მადლით ვიშვებით ღმრთისა მიერ, და რაჟამს მის მიერ შობილნი სათნოებათა მიერ ვემსგავსებოდით მას, ვსძლევთ სოფელსა, ესე იგი არს ყოველსა სიბოროტესა და უღმრთოებასა. რამეთუ ძალი სარწმუნოებისა ჩუენისაჲ განმჴდელ ექმნების ყოველსა ბნელსა უმეცრებისასა, რაჟამს სიტყჳთ და საქმით გურწმენეს, ვითარმედ იესუ არს ძე ღმრთისაჲ. რამეთუ ამით სიტყჳთა აწ კუალადცა მწვალებელთა განჰგურემს ღმრთისმეტყუელი, რაჲთა მრავალ-გზის თქუმითა ნუ-უკუე და მოაქცინეს იგინი გმობისაგან მათისა.

სიტყვა თქმული ქუთაისის საკათედრო სობორსა შინა 1878 წელსა 5-ს მარტს მართლმადიდებლობის კვირიაკესა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ესე არს ძლევა, რომლითა ძლევს სოფელსა სარწმუნოება ჩვენი (იოან. 5.4).

დღეს არის დღესასწაული ძლევისა; დღეს ჩვენ, მართლმადიდებელნი ქრისტიანენი ვდღესასწაულობთ ძლევასა მას, რომელი მიიღო სოფელსა ზედა მართლ-მადიდებელმა სარწმუნოებამ. გარნა რითი მიიღო ეს ძლევა სჯულმა ჩვენმა? რითი გაიმარჯვა ქრისტიანობამ? სარწმუნოებითა: ესე არს ძლევა, რომლითა სძლევს სოფელსა სარწმუნოება ჩვენი (იოანე 5,4).

სარწმუნოებასა, ძმაო ჩემო, აქვს აუარებელი, სასწაულთმოქმედი ძალა ყოველთა საქმეთა შინა, დიდთა და მცირეთა. სარწმუნოება არის უდიდესი და უმთავრესი ზნეობითი ძალი და სიმტკიცე კაცობრივის ბუნებისა. გარეშე სარწმუნოებისა არ შეიძლება წარმატება არცა ერთსა საქმესა შინა. როდესაც გული და ღონე კაცისა არის განმხნევებული და განღვიძებული ძალითა სარწმუნოებისათა, მაშინ ადვილად სძლევს იგი ყოველთა დამაბრკოლებელთა და წინააღმდეგთა მიზეზთა, და მოიპოვებს წარმატებასა ყოველთა საქმეთა შინა. რაცა გინდა მცირე საქმე დაიწყო შენ, ძმაო, თუ არ გრწამს, რომ კარგად გაათავებ იმ საქმეს, დაღონდები და ვერ შესრულებ: ხოლო დიდთა და მძიმეთა საქმეთა შინა, თქმაც არ უნდა, მიუცილებელი პირობები წარმატებისა ის...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 1989 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე, ღვთივდაცულ შვილებს

„რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელსა და ესე არს ძლევაი, რომლითა სძლევს სოფელსა, სარწმუნოებაჲ ჩუენი“ (I იოანე 5,4).

„ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ“ ().

ყოვლადესამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო და ღვთისმოსავნი, შვილნო საქართვვლოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის წმიდა მიწის მკვიდრნო და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებნო საყვარელნო ჩვენო თანამემამულენო, გიხაროდეთ,

ქრისტე აღდგა!

მასთან ერთად აღდგა ცოდვით დაცემული ადამიანი, - დანაშაული გამოისყიდა.

თუ რაოდენ დიდი და განუსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ქრისტეს აღდგომას ჩვენი ხსნისათვის, ჩანს მოციქული პავლეს ამ სიტყვებიდან: „უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს... ცუდად არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი' (I კორინ. 15,14).

ქრისტეს აღდგომა დადასტურებაა იმისა, რომ სიკეთე სძლევს ბოროტებას, რომ სიყვარული ამარცხვბს სიძულვილს, სიცოცხლე თრგუნავს სიკვდილს.

ქრისტეს აღდგომა...

სრულად ნახვა
სააღდგომო ეპისტოლე 2022 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
ილია II
რედ: Sasoeba.ge / Orthodoxy.ge

...ხელით. წუთისოფელი და მისი წარმავალი სიკეთენი ჩვენს დაცემულ ბუნებას თავისკენ იზიდავს და ცოდვის მორევში ადვილად აქცევს მრავალთ.

სულ სხვაა მორწმუნეთა ცხოვრება. ესაა მუდმივი სვლა მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით, რწმენისა და სიმართლის ვიწრო გზით; და ისინი, საკუთარ თავთან ბრძოლაში გამარჯვებულნი, სძლევენ წუთისოფელს ().

მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ომს თავის თავთან კი არ აწარმოებს, არამედ მოყვასთან და შუღლითა და დაპირისპირებით ცდილობს საკუთარი ეგოისტური მიზნების განხორციელებას.


დიდი უბედურების მომტანია ქვეყნებს შორის ომი, რადგან იგი ათასობით ადამიანის სიცოცხლეს იწირავს, ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ კანონს, ზნეობას, ღირებულებას, მოაქვს ნგრევა და მატერიალურ-კულტურული ზიანი, თესავს სისასტიკესა და საყოველთაო სიძულვილს, რაც, რა თქმა უნდა, სულიერადაც მეტად მძიმე ვითარებას ქმნის.

ასეთ გარემოში მნიშვნელოვანია და აუცილებელი თანალმობისა და სიკეთის გამოჩენა ომის მსხვერპლთა მიმართ (დაჭრილების, ტყვეების, მშიერ-მწყურვალთა, ბავშვების, ქალების, მოხუცების, სნეულთა და სხვათადმი), რათა დაიძლიოს ბოროტება.

უდიდეს გულისტკივილს იწვევს დღეს მსოფლიოში მიმდინარე ომები, განსაკუთრებით ჩვენს მეზობლად, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, სადაც ადგილი აქვს შემზარავ...

სრულად ნახვა