...ზირ 18:26)2. არ გინახავს სიუხვით გარემოცული კაცი, რომელიც შიმშილობდა? არ გინახავს ქვრივი, რომელიც შიმშილის ჟამს სიუხვეში იყო ()?
როცა საქმეები გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდება, მაშინ განსაკუთრებით იქონიე სასოება. რადგან მაშინ განსაკუთრებით აჩვენებს ღმერთი თავის ძალას: არა დასაწყისშივე, არამედ როცა ადამიანური მხრიდან ყველაფერი უიმედოდ ჩაითვლება. რადგან სწორედ ეს არის ღვთის შეწევნის ჟამი. ამიტომ არც ყრმები იხსნა დასაწყისშივე, არამედ ღუმელში ყოფნის შემდეგ (); არც დანიელი - ჩავარდნამდე, არამედ შვიდი დღის შემდეგ (). ამიტომ ნუ მიაქცევ ყურადღებას საქმეთა ბუნებას, რომელიც სასოების წარკვეთაში აგდებს, არამედ ღვთის ძალას, რომელსაც უიმედოდ მიჩნეული საქმეები კეთილ სასოებამდე მი...