მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Peter 2:15

14. Or unto governors, as unto them that are sent by him for the punishment of evildoers, and for the praise of them that do well.15. For so is the will of God, that with well doing ye may put to silence the ignorance of foolish men:16. As free, and not using your liberty for a cloke of maliciousness, but as the servants of God.
1 Peter თავი 2
15. For so is the will of God, that with well doing ye may put to silence the ignorance of foolish men:
თავი დ̂. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა და ძმათ-მოყუარებისა და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: დაემორჩილენით უკუე ყოველსავე კაცობრივსა დაბადებულსა უფლისათჳს; გინა თუ მეფესა, რამეთუ ყოველთა ზედა არს; გინა თუ მთავართა, ვითარცა მის მიერ მოვლინებულთა შურისმეძიებელად ბოროტის მოქმედთათჳს, ხოლო მაქებელად კეთილის მოქმედთათჳს. რამეთუ ესრეთ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილის მოქმედთათჳს — დადუმებად უგუნურთა კაცთა უმეცრებასა (2,13-15).:

თარგმანი: კაცობრივად დაბადებულად აწინდელსა ამას ადგილსა მეფეთაგან დადგინებულთა მთავართა იტყჳს, რომელთა მორჩილებაჲ თანა-გუაც ბრძანებითა უფლისაჲთა, რომელი-იგი გუეტყჳს მიცემად კეისრისაჲ კეისარსა. ხოლო მას ზედა ოდენ თანა-მდებ ვართ მორჩილებად მათდა ყოველსავე ბრძანებასა, რომელსა შინა არა იყოს სავნებელი სულისაჲ და წინა-აღდგომაჲ ღმრთისაჲ, რაჲთა არა დავაკლოთ მიცემად ღმრთისაჲ ღმერთსა. რამეთუ თჳთ მასვე განუგიეს, რაჲთა შიშითა მთავართა მიერისა პატიჟისაჲთა არა შეიჭამებოდინ კაცნი ურთიერთას მსგავსად თევზთაჲსა. და ესე არს ნებაჲ მისი შორის ქრისტეანეთა, რაჲთა უმეტეს ყოველთა კაცთასა მორჩილებითა მთავართაჲთა დაუყონ პირი უგუნურთა კაცთა ცილის-მწამებელობასა, რომელნი ზრახვენ, ვითარმედ: ვინაჲთგან ყოვლისავე სოფლისა საქმეთა შეურაცხებასა ბრძანებს შჯული ქრისტესი, მთავართაცა სამე ზარისა და შიშისა შეურაცხ-ყოფად აწუევს, რომლითა იქმნების უწესოჲ შერეულებაჲ და ბევრეულნი ბოროტნი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის