მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Peter 2:18

17. Honour all men. Love the brotherhood. Fear God. Honour the king.18. Servants, be subject to your masters with all fear; not only to the good and gentle, but also to the froward.19. For this is thankworthy, if a man for conscience toward God endure grief, suffering wrongfully.
1 Peter თავი 2
18. Servants, be subject to your masters with all fear; not only to the good and gentle, but also to the froward.
თავი დ̂. მორჩილებისათჳს მთავართაჲსა და ძმათ-მოყუარებისა და ღმრთისმსახურებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა თჳსთა უფალთა, ნუ ხოლო სახიერთა და ტკბილთა, არამედ უსახურთაცა. რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან, უკუეთუ გონებისაგან კეთილისა ღმრთისათჳს დაითმინნეს ვინმე მწუხარებანი, ევნებინ თუ სიცრუითა. რამეთუ რაჲ უმჯობეს არს, უკუეთუ სცოდვიდეთ და იქენჯნებოდით და მოითმენდეთ. არამედ უკუეთუ კეთილსა იქმოდით და გევნებოდის და მოითმენდეთ, ესე არს მადლი ღმრთისაგან, და იჩინენით-ცა მებრ ამისთჳსვე (2,18-21).:

თარგმანი: ესრეთ უბრძანებს მორწმუნეთა მონათა, რაჲთა არა ჴორციელისა შიშისათჳს ერჩდენ მსგავსად სხუათა მონათა, არამედ უფროჲსღა ღმრთისმოშიშებისათჳს, და რაჲთა ყოველთავე უფალთა მიმართ უცვალებელად იპყრან წესი ერთგულებისაჲ; სახიერთა მიმართ, — რამეთუ ამას ეძიებს სჯული საქმისაჲ; ხოლო უსახურთა მიმართ, — რამეთუ უმეტესი მადლი აქუს ძჳრთა თავს-დებისაჲ მაშინ, რაჟამს არა ბრალისა რაჲსათჳსმე, არამედ ღმრთისა მიერისა მადლისა მიცემისათჳს თავს-იდებდეს უსამართლოდ შემთხუეულთა მწუხარებათა: რამეთუ თჳთ ესე არს გზაჲ ჩინებისაჲ და საქმე სარწმუნოებისა ჩუენისაჲ, რაჲთა გუევნებოდის და დავითმენდეთ საუკუნოჲსა სასყიდლის კუალად-გებისათჳს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის