თარგმანი: ვინაჲთგან დიდი საქმე უბრძანა მონათა, რაჲთა უმშჯავროდ ევნებოდის და თავს-იდებდენ, ამისთჳს დიდსაცა სახესა წინა-უყოფს ქრისტეს ვნებათასა, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დაგიტევა სახე, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მასთა. ნანდჳლვე დიდ არს სახე მისი და ზეშთა აღმატებულ თანა-შეტყუებისა ჩუენისა. რამეთუ რაოდენცა უსამართლოდ ვისგან გუევნებოდის, დაღაცათუ მისგან უბრალო ვიყვნეთ, რომლისათჳს-იგი გუტანჯვიდენ. არამედ სხჳთ ბევრეულთა ბოროტთაგან და ცოდვათა აღსავსე ვართ. რამეთუ ვერვინ იქადოს წმიდა-ყოფაჲ ბრალისაგან, დაღათუ ერთი დღე იყოს ცხორებაჲ მისი ქუეყანასა ზედა. ხოლო ქრისტესთჳს, ვითარცა ესაია იტყჳს არა-ქმნასა ცოდვისასა და ზაკუვისაგან თავისუფლებასა პირისა მისისასა, ვითარ არა საკჳრველ იყოს, ვითარ მართალსა ევნებოდა და არავის მიაგებდა ბოროტსა ბოროტისა წილ, და მსაჯული ყოველთაჲ საშჯელად წარდგებოდა და ჩუენთა ცოდვათათჳს ჯუარს-ეცუმოდა, რაჲთა მათგან თავისუფალნი სიწმიდით ვცხონდებოდით. ეჰა საკჳრველი და ახალი სახე კურნებისაჲ, რამეთუ ყურიმლის-ცემისა მის მიერ და ჴურთით ცემისა შოლტით და ლერწმით გუემისა და ლასურისა მიერ გუერდსა...
24. Who his own self bare our sins in his own body on the tree, that we, being dead to sins, should live unto righteousness: by whose stripes ye were healed.25. For ye were as sheep going astray; but are now returned unto the Shepherd and Bishop of your souls.
1 Peter თავი 2