მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 Timothy 1:11

10. For whoremongers, for them that defile themselves with mankind, for menstealers, for liars, for perjured persons, and if there be any other thing that is contrary to sound doctrine;11. According to the glorious gospel of the blessed God, which was committed to my trust.12. And I thank Christ Jesus our Lord, who hath enabled me, for that he counted me faithful, putting me into the ministry;
1 Timothy თავი 1
11. According to the glorious gospel of the blessed God, which was committed to my trust.
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. პავლეს თავმდაბლობა და ღმრთის მადლი:

...მატებებს აცნობიერებს; და თვით პავლესაც, საკუთარი კეთილი საქმეების შეგნებით, თითქოს ძლიერი ნაკადით ატაცებულსა და აღზევებულს, ბუნებრივია, დიდი ძალდატანება სჭირდებოდა. მაშ, იხილე, აქ რას აკეთებს. მან თქვა: „სახარებისა მისებრ დიდებისა ნეტარისა ღმრთისა, რომელი მერწმუნა მე“ (); ეს ისეთი სახარებაა, რომლის ზიარებაც მათ, ვინც ჯერ კიდევ რჯულით სარგებლობს, არ შეჰფერით; რადგან რჯული მას ჯერაც უპირისპირდება და ისე დიდია მათ შორის მანძილი, რომ რჯულის ქვეშ მყოფნი ჯერ კიდევ ღირსნი არ არიან, ამას ეზიარონ; ეს იმას ჰგავს, ვინმემ თქვას: ბორკილებისა და სამსჯავროს საჭიროების მქონენი ფილოსოფოსთა დასში არ უნდა შეიყვანონო. ამრიგად, რაკი თითქოს ამაღლდა და დიდი რამ წარმოთქვა, იმავე დროს საკუთარ თავსაც იმდაბლებს და სხვებსაც არწმუნებს, იგივე გააკეთონ; როცა წერს: „რომელი მერწმუნა მე“ (), სწრაფადვე შეაჩერა საკუთარი თავი, რათა არ იფიქრო, თითქოს ამას ამპარტავნებით ამბობს. მაშ, იხილე, როგორ შესწორებას მიმართავს, როცა დასძენს და ამბობს: **„და მადლიერ ვარ მისა, რომელმან-იგი განმაძლიერა მე, ქრისტე იესუჲს...

სრულად ნახვა
ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. მართალი, რჯული და სახარების დიდება:

...1 ტიმ 1:9–10).

კარგად თქვა: „საღი მოძღვრება“. რადგან ყოველივე ეს გახრწნილი სულის ვნებები იყო. ამბობს: „სახარებისა მისებრ დიდებისა ნეტარისა ღმრთისა, რომელი მერწმუნა მე.“ (). ამგვარად, ახლაც სახარების დასამტკიცებლად საჭიროა რჯული; მაგრამ მორჩილთათვის საჭირო აღარ არის. სახარებას უწოდებს „დიდების სახარებას“ სხვა არაფრის გამო, თუ არა მათ გამო, ვისაც დევნებისა და ქრისტეს ვნების გამო რცხვენია. ამიტომ, სხვა მიზეზებთან ერთად, სწორედ ამის გამოც თქვა დიდების სახარება, რითაც აჩვენა, რომ ქრისტეს ვნება დიდებაა; ან მომავალ საგნებზეც მიანიშნებს. რადგან თუ ახლანდელი სირცხვილითა და შეურაცხყოფით არის სავსე, მომავალი ასეთი არ არის; ხოლო სახარება მომავალთა შესახებ არის და არა ახლანდელთა შესახებ. მაშ როგორ თქვა ანგელოზმა: „აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა... რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი“ (...

სრულად ნახვა