მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Corinthians 10:1

1. Now I Paul myself beseech you by the meekness and gentleness of Christ, who in presence am base among you, but being absent am bold toward you:2. But I beseech you, that I may not be bold when I am present with that confidence, wherewith I think to be bold against some, which think of us as if we walked according to the flesh.
2 Corinthians თავი 10
1. Now I Paul myself beseech you by the meekness and gentleness of Christ, who in presence am base among you, but being absent am bold toward you:
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მე თავადი პავლე გლოცავ თქუენ სიმშჳდითა მით და სახიერებითა ქრისტესითა (10,1).:

თარგმანი: დიდ არიან პატივნი მოციქულისანი, გესმოდის რაჲ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: "მე თჳთ პავლე" (ესე იგი არს მოციქული და მოძღუარი სოფლისაჲ), რამეთუ დაასრულა რაჲ ერისა მიმართ სიტყუაჲ მოწყალებისათჳს, ამიერ იწყებს სიტყუათა მხილებისათა, ცრუმოციქულთა და მაგინებელთა თჳსთა მიმართ, რამეთუ მოშიშ არს, ნუუკუე მისსა შეურაცხ-ყოფასა თანა შეურაცხ იქმნეს მის მიერ ქადაგებულიცა იგი სახარებაჲ ჭეშმარიტებისაჲ. ამისთჳს იიძულების წარმოთქუმად ღუაწლთაცა და შრომათა თჳსთა, და მათ წილ მონიჭებულსა ძალსა ხედვათასა; და ამას ქუემო-რე; ხოლო აწ უპირატეს უკუე ჰლოცავს კორინთელთა სიმშჳდითა მით და სახიერებითა ქრისტესითა, რაჲთა მათ არწმუნონ მაგინებელთა მისთა დაცხრომად, რაჲთა არა უაღვროებისათჳს პირთა მათთაჲსა იიძულოს მოციქული ჴუმევად მათ ზედა ძალსა მტანჯველობისასა, რომელ აქუნდა ურწმუნოთა მიმართ, ვითარ-იგი უყო ელჳმას მოგუსა.

ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ჭეშმარიტი მეგობრობის სიდიადე და საზღაური:

...და ამბობდა: „რამეთუ თავსცა-იდებთ, უკუეთუ ვინმე დაგიმონებს, უკუეთუ ვინმე შეგჭამს, უკუეთუ ვინმე მიგიღებს, უკუეთუ ვინმე ამაღლდების თქუენ-ზედა, უკუეთუ ვინმე პირსა გცემს. ხოლო მოსლვაჲ ჴორცითა უძლურ, და სიტყუაჲ შეურაცხ. მომმადლეთ მე შეცოდებაჲ ესე." (; ; ). რამეთუ იქაც აჩვენებს, რომ ფრიად მდაბალი იყო, რადგან ესოდენი რამ დაითმინა. აქ კი ფულზეც ამბობს ამას: „და ესეღა ჴელ-გუეწიფების, და- თუმცა რაჲმე-გამძიმეთ, ვითარცა ქრისტეს მოციქულთა," (). „არამედ ვიქმნენით ჩუენ მშჳდ და მყუდრო თქუენ შორის" (). „ვითარცა მზრდელი რაჲ ჰფუფუნებენ თჳსთა შვილთა. ეგრეთ მოსურნე ვიყვენით თქუენდა და ჯერ-გჳჩნდა მიცემად თქუენდა არა ხოლო სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ, არამედ თჳსთაცა სულთა, რამეთუ საყუარელ ჩუენდა იქმნენით." ()....

სრულად ნახვა