მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 Corinthians 10:11

10. For his letters, say they, are weighty and powerful; but his bodily presence is weak, and his speech contemptible.11. Let such an one think this, that, such as we are in word by letters when we are absent, such will we be also in deed when we are present.12. For we dare not make ourselves of the number, or compare ourselves with some that commend themselves: but they measuring themselves by themselves, and comparing themselves among themselves, are not wise.
2 Corinthians თავი 10
11. Let such an one think this, that, such as we are in word by letters when we are absent, such will we be also in deed when we are present.
თავი ი̂. მითხრობაჲ თჳსთა მათ ჭირთა და შრომათაჲ და გულსმოდგინებისა და მადლთაჲ, რაჲთა არა ამაოდ მოქადულთა და მაჩუენებელთა შეუდგენ კორინთელნი; რომელსა შინა იტყჳს და შეატყუებს თავსა თჳსსა, და გამოეძიებს მათდა მიმართ, და ამხილებს მათ. ამისსა შემდგომად იტყჳს ღმრთისამიერისა მისთჳს მისდა მოცემულისა დაქენჯნისა პატიოსნისა, და მის თანა მყოფისა მარადის საღმრთოჲსა ძლიერებისა, და განჰმზადებს მათ მისლვისა მისისათჳს მათდა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ესე განიზრახენ ეგევითარმან მან, რამეთუ ვითარცა-იგი ვართ სიტყჳთა წიგნებისაჲთა შორით, ეგრეთცა მახლობელად საქმითა (10,11).:

თარგმანი: თავად ჯერ-არს დაწყებაჲ სიტყჳსაჲ ამის, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ესე განიზრახენ ესევითარმან მან; რამეთუ ამას მისვე ზემოჲსა ძჳრისმზრახვალისათჳს იტყჳს, ვითარმედ: ესე გულისჴმა-ყავნ. მან, რამეთუ არა არს ჩუენ თანა სხჳთი-სხუად მიმომქცევობაჲ, რომელი გულარძნილსა კაცსა თჳს-ეყვის: სხჳსა თქუმაჲ და სხჳსა ქმნაჲ. ხოლო მე, რაჲ-იგი შორით ვარ სიტყჳთ, მასვე წესსა ზედა სიწრფოებით ვეპოები მახლობელი საქმით.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის